გიორგი კვინიტაძე და ძეგველი გლეხი

… ვიყავი 15-16 წლისა, სამხედრო სკოლის მოწაფე, ერთხელ მივდიოდი ძეგვის მიდამოებში, როცა შემხვდა გლეხი ფარაჯაში.

– “გამარჯობა”, “გაგიმარჯოს”. გზა ერთი გვქონდა. მივდიოდით ერთად…

– “სალდათი ხარ”? – “არა, სალდათი არა ვარ.”

– “მაშ რად გაკვრია პაგონები?”

– “სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ”.

– “როცა გაათავებ სკოლას სალდათი იქნები?”

– “არა, თუ სკოლა გავათავე, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ ორი წელიწადი სამხედრო საქმეს მასწავლიან”

– “მერე რაო?” მითხრა.

– “თუ კარგად გავათავე სწავლა, ვიქნები ოფიცერი”.

– “მერე, რაო?” კიდევ მკითხაგამიჭირა საქმე და ვუთხარი: “გენერალი ვიქნები”- “მაშ კარგად ისწავლე და გახდი გენერალი”-ო.

– “მერე შენ რა, ვიქნები გენერალი თუ არა?”

– “როგორ თუ რა”? მომიგო უცბად: “გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს”.შევხედე გაკვირვებული და ვუთხარი: “რას ამბობ, რუსები ბევრნი არიან, მძლავრნი არიან”.

– “მერე რაო”, ამაყად მიპასუხა, “თუ ჩავერიე თქვენს როტაში, ამ სახრით ათ კაცს გადავაბრუნებ”-ო

მივედ სახლში, ვუამბე მამაჩემს, რომელმაც 58 წელიწადი გაატარა რუსის ჯარში. ცხენოსანში.

“რა გაგიკვირდა, ჩვენში არაერთხელ ყოფილა ასეთი ამბავი, როცა ჩვენი სამშობლოდან გაგვიგდია უფრო მძლავრი მტერი: მაგათ, უბრალო ხალხს, დაუჯერე. ესენი არ გიღალატებენ, ნასწავლ ხალხზე კი რა გითხრა, შენ თითონ ნახავ”.

წყარო გენერალი გიორგი კვინიტაძე, “ჩემი პასუხი”

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

… ვიყავი 15-16 წლისა, სამხედრო სკოლის მოწაფე, ერთხელ მივდიოდი ძეგვის მიდამოებში, როცა შემხვდა გლეხი ფარაჯაში. – “გამარჯობა”, “გაგიმარჯოს”. გზა ერთი გვქონდა. მივდიოდით ერთად… – “სალდათი ხარ”? – “არა, სალდათი არა ვარ.” – “მაშ რად გაკვრია პაგონები?” – “სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ”. – “როცა გაათავებ სკოლას სალდათი იქნები?” – “არა, თუ სკოლა გავათავე, გადამიყვანენ რუსეთში და […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი