გზა ბედნიერებისაკენ

0
ალბათ ყველას ცხოვრებში დგება მომენტი როდესაც ის გრძნობს რომ კარგავს რაღაცას…კარგავს და ვერ ცვლის რეალობას,რაც მის გარშემოა და მას ტანჯავს…არ არსებობს ადამიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში არ მარტოვდება საკუთარ თავთან, იწყებს მიზეზების ძებნას და არა პრობლების გადაჭრის გზას…..შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს სინანული..დარდი…სევდა….და ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ ვკარგავთ საკუთარ თავს…აღარ ვაფასებსთ მას სათანადოდ..არ ვიცით რაშია გამოსავალი, როგორ უნდა დავუბრუნდეთ ძველ ცხოვებას ,რომელიც სხვისი თვალით უდარდელი და ბედნიერი ჩანდა…
ჩვენ ვართ ადამიანები და ყველას გვინდა რომ ვიყოთ ბედნიერები..ზოგი ამას რაში ხედავს და ზოგი რაში..ვისთვის ბედნიერება კარგი მანქანაა,ვისთვის სახლი, სამსახური…მაგრამ ალბათ მთავარი ბედნიერება მაინც ჭეშმარიტი, უანგარო სიყვარულია…სიყვარული, რომელსაც მთელი არსებით გრძნობ და თავად ის გიყვარს…გიხარია ყოველი დღის გათენება…ყველაფერს ლამაზად აღიქვამ ..ცდილობ იმ ერთისთვის იცხოვრო…ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა გრძნობ რომ ვიღაცას მთელი არსებით უყვარხარ და ისშენ გამო ყველაფერს გააკეთებს..შენ კიდევ მისი კარგად ყოფნის გამო ცხოვრობ…აი, ეს არის ნათელი წერტილი და გამოსავალი, რომ ყველაფერ ზემოთთქმულს დააღწიო თავი…ჩემი დევიზია მიყვარდეს.,..მიყვარდეს მთელი გულით….ვიცხოვრო მისთვის, რომ ის იყოს ბედნიერი..თუ ჩვენ ყველა შევძლებთ სიყვარულის დანახვას სამყარო ნათელი გახდება..ყველაფერი შეიცვლება, უფრო ადვილი გახდება პრობლემების დაგაჭრა..სევდა, მწუხარება წარსულს ჩაბარდება..მთავარია გვჯეროდეს..გვჯეროდეს ჩვენი და არსებული რეალობის..ნათქვამია „თუ რაღაცას ვერ ცვლი შეცვალე დამოკიდებულება მის მიმართ“-ო…ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი გიყვარდეთ..გიყვარდეთ მთელი არსებით და თქვენ შეძლებთ ყველაფერის შეცვლას, უფრო სწორედ ყველაფერი შეძლებს შეცვლას…გიყვარდეთ თქვენს გარშემო არსებული გარემო..ეცით პატივი იმას რაც გაქვთ…დააფასეთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები და თქვენ საბოლოოდ შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას, რომელიც დაგანახებთ სულ სხვა სამყაროს…სამყაროს რომლისაც არ გჯეროდათ….ის შეგცვლით თქვენ და ყოველივე ცუდს დაგავიწყებთ..უბრალოდ შეძლებს დაგანახოთ თქვენი ცხოვრების მიზანი და ის ყოველდღიური შანსები რასაც თქვენ უშვებდით..
ახლა არჩევანი თქვენზეა…გაუღეთ გულის კარი სიყვარულს და შეძელით საკუთარი თავის უკეთ შეცნობა..თქვენ ხომ ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას….

გამომგზავნი/ავტორი: ნინო რუსიშვილი

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply