გზასაცდენილი წერილი

0

ბიზნესმენი გვარად არნოლდი საქმიანი ვიზიტით ტეხასში გაემგზავრა და  როდესაც სასტუმროში დაბინავდა თავის ცოლს პაულას იმეილი მისწერა ოკლაჰომაში. თუმცა სამწუხაროდ მისტერ არნოლდს მეუღლის იმეილის მისამართი შეეშალა და საბოლოოდ მისი წერილი სამხრეთ დაკოტაში მცხოვრებ მისის პ.არნოლდს მიუვიდა. ამ ქალბატონს ქმარი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და როდესაც წერილი წაიკითხა გაფითრდა და გული წაუვიდა.

მისის არნოლდი ძლივს მოიყვანა გონზე მისმა შეშინებულმა ქალიშვილმა, თუმცა გამოფხიზლებული ქალი კომპიუტერისაკენ იშვერდა ხელს და თვალებში შიშსა და გაკვირებას შეამჩნევდით.

გაოცებული ქალიშვილი მივიდა კომპიუტერთან, შეხედა დედის მიერ გახსნილ იმეილს და წაიკითხა:

“მშვიდობით ჩავედი, თუმცა აქ საშინლად ცხელა.”

სიყვარულით,

მისტერ არნოლდი

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply