განწირული მეგობარი – დუტუ მეგრელი

პატრიოტულ მოტივზე დაწერილ მის ლექსებს ზურგი აქციეს , დუტუ მეტრეველის შემოქმედება მიუღებლად მიიჩნიეს.ზურგშექცეულ ადამიანთა შორის იყო კიტა აბაშიძე , ქუთაისის გიმნაზიდან მოყოლებული და ოდესის უნივერსიტეტით დამთავრებული – განუყრელი მეგობრები დუტუ და კიტა. მათი ერთმანეთში პაექრობის მთავარი მიზეზი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები იყო. მათი მეგობრობა პარტიულ იდეურ ბრძოლებს ემსხვერპლა…

ერთ-ერთ წერილში კიტა წერს დუტუს . ალბათ , წერისას ვერც კი წარმოიდგენდა ცოტა ხანში დუტუ მისი „ჰორაციო“ აღარ იქნებოდა.

„ ახალი წელი დადგა , თავიდან ფეხებამდე იგივე დავრჩი , ერთი მხოლოდ ფეხსაცმელი გამოვცვალე. იგივე პიჯაკი, იგივე ქურთუკი. გული?- გულიც იგივე . მოყვარე თავის ამხანაგებისა და მეგობრებისა სიგიჟემდის. გინდა შეიტყო ჩემი მიზანი ? ნუთუ არ იცი ? მაშ, გეტყვი. ყოვლის ფლიდობისა, მინდა ჩემი მამულის სიკვდილისგან გამობრუნება. მინდა წიხლი ვკრა დედაბერ ექიმებს და ჯადოებს , რომელნიც ტყუიან და უფრო უსწრაფებენ სიცოცხლეს \ვენს ავადმყოფებს … ხალხი იღვიძებს …

სწორედ „ ხალხის გამოღვიძებას“, პარტიულ-დასურ დაყოფას შეეწირა კიტას და დუტუს მეგობრობა. კიტას დუტუსადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს მისადმი მიძღვნილ წერილში, რომელშიც იგი წერს ყოფილ მეგობარს : „ გუშინ, როგორც კი ჩამოვედი, შენი მოთხრობები წავიკითხე. ჩემი აზრი ყველა შენს მოთხრობაზე იცი, შენს ტალანტს „ქინაქინა“ უფრო შეფერის …

დუტუ მეგრელს ასე საჯაროდ არასდროს განუხილავს მათი მეგობრობა და მათ შორის ბზარის გაჩენის მიზეზი.

დუტუ მეგრელს ძველ ჩანაწერებში ერთობ საინტერესო ბავშვობის მოგონება აქვს ჩაწერილი : „ მახსოვს , რა ცხარე ცრემლით ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი ყოველ დაძინების წინ, რომ სენისგან( ჯირყვლის დაავადება ჰქონდა ) განვეკურნე. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე, საჩქაროდ ხელს მოვისვამდი, როცა ვრწმუნდებოდი, რომ არა თუ მოუკლია, არამედ მოუმატნია. გული ამიცრუა ამ გარემოებამ საზოგადოდ  ღმერთზე და მის სამართალზე .

„ წერა ადრე დავიწყე , რაზედაც , სხვათაშორის , ელისშემწყობი გარემოება იქონია იმან , რომ პანსიონში დავუახლოვდი გრიგოლ აბაშიძეს . დედას ყოველთვის უნდოდა ბერად ან მღვდლად მაინც გამოვეზარდე …“

26 ოქტომბერი დუტუ მეგრელის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

პატრიოტულ მოტივზე დაწერილ მის ლექსებს ზურგი აქციეს , დუტუ მეტრეველის შემოქმედება მიუღებლად მიიჩნიეს.ზურგშექცეულ ადამიანთა შორის იყო კიტა აბაშიძე , ქუთაისის გიმნაზიდან მოყოლებული და ოდესის უნივერსიტეტით დამთავრებული – განუყრელი მეგობრები დუტუ და კიტა. მათი ერთმანეთში პაექრობის მთავარი მიზეზი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები იყო. მათი მეგობრობა პარტიულ იდეურ ბრძოლებს ემსხვერპლა… ერთ-ერთ წერილში კიტა წერს დუტუს . ალბათ , წერისას ვერც კი […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი