განთავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან

0

გრძნობები და აზრები ენერგიად, შემდეგ კი კარმად გარდაიქმნება. ის, თუ რას ვგრძნობთ ან როგორ ვფიქრობთ, განაპირობებს პოზიტიურ ან ნეგატიურ კარმას, რომელსაც მუდმივად ვასხივებთ.

ადამიანებს უფრო ხშირად ნეგატიური შედეგების სჯერათ, რადგანაც უფრო მარტივია იპოვო ადამიანი, რომელიც პირველივე დაბრკოლებასთან დაეცა, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ყველა ბარიერი წარმატებით გადალახა.

დღესდღეობით პოზიტიური ადამიანები უფრო იშვიათია. რთულია წააწყდეთ სიტუაციას, როდესაც ადამიანები მაგიდის გარშემო მხიარულად სხედან. თუმცა არ იდარდოთ! გამოსავალი ნამდვილად არსებობს. ყველას შეგვიძლია ვიყოთ ენერგიული და ბედნიერი.

რა არის თქვენთვის საუკეთესო მოგონებები? ვფიქრობ, მომენტები, როდესაც თქვენ გარშემო ყველა ბედნიერი იყო.

გათავისუფლით პესიმიზმისგან

მაშინ, როდესაც ერთ მხარეს ,,ანგელოზი’’ გვყავს, გახსოვდეთ, რომ მეორე მხარეს დემონი ჩვენგან ოპტიმიზმის გამოდევნას ცდილობს.

ბევრ ჩვენგანს შესაძლოა არც კი უფიქრია, რომ პესიმისტია. ახალი იდეების წარდგენისას, არავინ გეტყვით, რომ ეს იდეა საუკეთესოა. აი რას მოკრავთ ყურს: ,, ეს ისეთი ადვილი არ არის, როგორც წარმოგიდგენიათ,’’ ,, ამით შორს ვერ წახვალ.’’ ეს ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს და მაშინვე ვიღებთ პესიმისტურ გადაყვწტილებას.

ოპტიმისტურად განწყობა – ეს აუცილებელი მოთხოვნაა. ,,დემონზე გამარჯვება’’ სხვაგვარად შეუძლებელია. ყველაფერი, რასაც მთელი გულით აკეთებთ, გამოგივათ. თუკი ერთ დღეში მოფიქრებული იდეის განხორციელებას მთელ წელს დაუთმობთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. (ბიზნესში, ურთიერთობაში და სხვ.)

თქვენი 5 საუკეთესო მხარე

იყავით რეალისტი. ჩვენ ყველა ყვავილები და მზის სხივები არ ვართ. ნეგატიური მახასიათებლებიც გვაქვს. მთავარია, ყურადღება დადებით მხარეებზე გავამახვილოთ, ამით უარყოფითი თვისებების აღმოფხვრას შევძლებთ.

ეძებეთ დადებითი თვისებები ადამიანებში. მოექეცით სხვებს ისე, როგორც თავად გსურთ მოგექცნენ.

რაღას ელოდებით! აიღეთ ფურცელი, კალამი და თქვენი 5 საუკეთესო თვისება ჩამოწერეთ.

ისეირნეთ

ბევრი ფიქრი სიტუაციას ართულებს. რაც მეტს ფიქრობთ ერთ საკითხზე, გაცილებით უფრო მეტ უარყოფით მხარეებს ხედავთ. თუკი ხშირად იფიქრებთ, რომ ტროტუარზე სიარული საფრთხეების შემცველია, ალბათ სახლიდან აღარც კი გამოხვალთ.

ნეგატიურობას ხშირად გარემო განაპირობებს. გარშემო ბევრი ნეგატიური ადამიანის ყოლა და ნეგატიური მუსიკის მოსმენა იმედის ნაპერწკალს გვიქრობს და უარყოფით შედეგებამდე მივყავართ.

ხშირად ისეირნეთ სკვერებში, სუფთა ჰაერზე. ეს თქვენში ნეგატიურ ენერგიას დათრგუნავს.

მადლიერება

გვინდა თუ არა, ცხოვრებაში ბევრ კარგთან ერთად ცუდიც გვაქვს გაკეთებული. საბოლოოდ ეს ყველაფერი გამოცდილებას გვმატებს და გვზრდის. ამიტომაც მადლიერი უნდა ვიყოთ თუნდაც ყველაზე არასასიამოვნო გამოცდილებებისათვის.

დაძინებამდე ყოველთვის ვფიქრობთ. რა არის ძილის წინ მადლიერების გრძნობაზე სასიამოვნო?!

,,მადლიერების გრძნობა, სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობით აღგავსებთ.’’ – დალაი ლამა.

ჯანსაღი იუმორი

ჯანსაღი იუმორი ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლების ხელშემწყობი უდიდესი ფაქტორია.  მას ნამდვილად შეუძლია თქვენი განკურნება. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ სიცილი საუკეთესო მედიცინაა და შეუძლებელია არ დავეთანხმოთ.

სიცილი ადამიანებს აერთიანებს, აწესრიგებს იმუნურ სისტემას, გეხმარებათ განტვირთვაში და ტკივილთან გამკლავებაში. ნახეთ რამდენი შეუძლია ჯანსაღ იუმორს!

ვარჯიში

თქვენ ვარჯიში გჭირდებათ. ეს თქვენ შრომისუნარიანობას გაზრდის. მეტიც, ვარჯიშის დროს ბედნიერების ჰორმონებს გამოიმუშავებთ.

პოზიტიური გარემო

როგორც არ უნდა ვეცადოთ, ნეგატიურ გარემოში პოზიტივი დიდხანს არ გაგვყვება.

იპოვეთ ადამიანები, რომლებსაც შენი სრულყოფილად ესმით, რომლებსაც თქვენი ბურუსით მოცული ფიქრების აღქმაც კი შეუძლიათ. ისინი დაგეხმარებიან.

ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა მარტო აღარ მოგიწევთ.

თუმცა გახსოვდეთ, რომ პოზიტიური გარემო ყოველთვის თქვენი ბედნიერი ღიმილის გარანტია ვერ იქნება.

დაეხმარეთ სხვებს

კეთილი საქმეების კეთება და სხვებისთვის დახმარება ნამდვილად პოზიტივით გავსებთ.  სწორედ ერთმანეთის დახმარებით გრძელდება ცხოვრება. ადამიანებს არასდროს არ ავიწყდებათ დახმარება და ყოველთვის ცდილობენ მადლიერება დახმარებით გამოხატონ. ეს მშვენიერია!

მცირე მედიტაცია

თუკი ნეგატიური ფიქრები არ გასვენებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, თვალები ორი წუთით დახუჭეთ, მშვიდად ისუნთქეთ და ყურადღება შავ ფონზე გაამახვილეთ. ეს მცირე მედიტაციის სახეობაა, რომელიც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

გქონდეთ სამომავლო გეგმა

ჩვენი მიზნების ფურცელზე ჩამოწერა გვეხმარება, ზუსტად განვსაზღვროთ სურვილები და მიზნამდე მისასვლელი ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს საუკეთესო იდეების მოფიქრებაში გეხამრებათ.

აიღეთ ფურცელი, კალამი, ფოკუსირება თქვენს მიზნებზე მოახდინეთ და დაიწყეთ წერა!

ზემოთ მოცემული რჩევები ნეგატიურ ამბოხებებზე გამარჯვებაში დაგეხმარებათ!

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply