გამოფხიზლდი! დღეს სამყაროს შენი ქმედება სწყურია.

არ არსებობს მოცებულობა , რომელიც ბოლომდე მოერგება შენს სულიერ მოთხოვნილებებს , შენს ათასჯერ გაცხრილული შეგრძნებების კორიანტელს . უბრალოდ , უნდა დაიჯერო , უნდა ირწმუნო , რომ განწყობას მართავ შენ და არავინ სხვა ! თუმცა თქმა მარტივია , შესრულება კიდევ უდიდეს ძალისხმევასა და საკუთარ თავზე დაუსრულებელ მუშაობას მოითხოვს .

ზოგჯერ სევდა მწარედ გვიჭერს მარწუხებს და გულის რომელიღაც კუნჭულში იმედის პატარა ნაკვერჩხალიც აღარ ანათებს . ასეთ დროს ყველა ქმედება რთულდება , საწოლიდან წამოდგომაც კი საოცარ სიძნელეს წარმოადგენს . ფარდებჩამოფარებულ , უმზეო ოთახის ჭერს შევყურებთ და იწყება ჩახვეული სევდის ათასჯერ გატკეპნილი რიტუალი – ფიქრი , კომპლექსურად ყველა ნიუანსზე …მერე მას სინანული , თვითშეფასების დადაბლება , საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და ათასი ამღვრეული შეგრძნება მოჰყვება . გგონია , სიმშვიდეს ვერასდროს იპოვნი და უკვე მერამდენედ დარწმუნდი , რომ ხარ მარტო , ცალად დარჩენილი , რომელსაც საკუთარი გზა გამორჩეულად საცალფეხო და ეკლიანი ჰგონია …

არ არსებობს გარდაუვალი აქსიომები , სამუდამო ჩარჩოები და მუდმივი განცდები ! არსებობს მხოლოდ ერთი – ძლიერი რწმენა , რომელსაც გულისა და გონების აბსოლუტურად ყველა რესურსის მობილიზება , თავმოყრა და ჩვენი იდეალური პერსონიფიცირება შეუძლია . სიმშვიდეც სწორედ აქ არის , იქ სადაც სრულყოფილად გამოვხატავთ .

ცხოვრება მშვენიერია , თუ ჩვენ ამას დავიჯერებთ . დეპრესია გაქრება და სიმშვიდე ჟრუანტელს მოგვგვრის , თუ ამას ვირწმუნებთ.

გაიღვიძე ! გამოფხიზლდი! დღეს სამყაროს შენი ქმედება სწყურია , შენი ღიმილი და მოციმციმე თვალები ასუნთქებს , შენი გადადგმული ნაბიჯებით მოძრაობს  .   ირწმუნე , რომ იყო ! რომ შენი არსებობა იყოს მისია და გზა , რომელსაც გაივლი ,სიმშვიდის ოაზისი იქნება , ბედნიერების ქვაკუთხედი და სულის ამოძახილის სიმფონია !

მედეა ფუტკარაძე

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

არ არსებობს მოცებულობა , რომელიც ბოლომდე მოერგება შენს სულიერ მოთხოვნილებებს , შენს ათასჯერ გაცხრილული შეგრძნებების კორიანტელს . უბრალოდ , უნდა დაიჯერო , უნდა ირწმუნო , რომ განწყობას მართავ შენ და არავინ სხვა ! თუმცა თქმა მარტივია , შესრულება კიდევ უდიდეს ძალისხმევასა და საკუთარ თავზე დაუსრულებელ მუშაობას მოითხოვს . ზოგჯერ სევდა მწარედ გვიჭერს მარწუხებს და გულის […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი