გამონათქვამები: უინსტონ ჩერჩილი

0
1. წარმატება საბოლოო არ არის, არც დამარცხებაა ტრაგედია. გაგრძელების სურვილი – აი,რას აქვს მნიშვნელობა.
2. პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში- შესაძლებლობას.
3. ისტორია კეთილი იქნება ჩემს მიმართ,რადგან ვაპირებ თავად დავწერო იგი.
4. როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.
5. “– სერ თქვენ,რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყავით სასმელს მოგიწამლავდით.
– მადამ, თქვენ რომ ჩემი ცოლი ყოფილიყავით, ჩემი ხელით დავლევდი მას.”
ლედი ასტორისა და უინსტონ ჩერჩილის დიალოგი.
6. არ მაღელვებს არანაირი მოქმედება..მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა.
7. არასოდეს,არასოდეს,არასოდეს დანებდეთ!
8. ტაქტი უნარია, გაუშვა ჯოჯოხეთში ვინმე, ისე თითქოს სამოგზაუროდ წავიდა.
9. პირადად მე, მუდამ მზად ვარ ვისწავლო, თუმცა ყოველთვის არ მიყვარს, როდესაც მასწავლიან.
10. ერთ დღეს ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა: “სერ, თქვენ მთვრალი ხართ!” . მე ვუპასუხე: “მე მთვრალი ვარ მადამ, მაგრამ ხვალ დილით ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი ისევ ასეთი მახინჯი”.
11. ყველაზე დიდი გაკვეთილი,რაც კი ცხოვრებამ მასწავლა, ისაა, რომ ზოგჯერ სულელებიც კი მართალს ამბობენ.
12. როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.
13. დაუნდობლობა ბრძოლის დროს, სულგრძელობა გამარჯვების შემდეგ.
14. წარმატება დამარცხებათა სერიაა, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply