სალვადორ დალი

გამონათქვამები: სალვადორ დალი

1. სრულყოფილების ნუ გეშინიათ, მაინც ვერასდროს მიაღწევთ მას.
2. ექვსი წლის ასაკში მსურდა მზარეული ვყოფილიყავი. შვიდი წლისას უკვე ნაპოლეონობა მინდოდა და მას შემდეგ ჩემი ამბიცია სტაბილურად იზრდებოდა.
3. ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ, კვლავ ენით აღუწერელი კმაყოფილება მეუფლება: ეს სალვადორ დალიდ ყოფნის სიამოვნებაა.
4. ნამდვილი ხელოვანი არაა ის, რომელიც შთაგონებულია, არამედ ის ვინც სხვას შთააგონებს.
5. მას შემდეგ რაც აღარ ვეწევი, გადავწყვიტე ულვაშები გამეზარდა – ასე უკეთესია ჯანმრთელობისათვის.
6. ჭკუა ამბიციის გარეშე, ფრინველს ჰგავს, რომელსაც ფრთები არა აქვს.
7. ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე შეშლილი არ ვარ.
8. თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა.
9. სურეალიზმი წყვეტს ბორკილებს, რომელიც ზღუდავს ჩვენს ხედვას.
10. არის ბევრი დღე, როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ზედმეტი კმაყოფილებისაგან მოვკვდე.
11. წარმატების თერმომეტრი უკმაყოფილებაა.
12. ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.
13. პირველი კაცი, რომელმაც ქალის ლოყები ვარდს შეადარა ნამდვილად პოეტი იყო. მაგრამ ვინც ეს გაიმეორა იდიოტი იქნებოდა.
14. ერთხელაც მოგვიწევს იმის აღიარება, რომ რეალობა ბევრად უფრო დიდი ილუზიაა, ვიდრე ოცნებების სამყარო.
15. შეცდომები ყოველთვის ჩვენი ბუნების ნაწილია. ნურასოდეს ეცდებით გამოასწოროთ ისინი. გაიაზრეთ, ღრმად ჩასწვდით მათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მათგან განთავისუფლებას.
16. უცნაური არა, უბრალოდ არანორმალური ვარ.
17. არ გიყვარდეს ქალი – დანაშაულია, გიყვარდეს – სასჯელი.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

1. სრულყოფილების ნუ გეშინიათ, მაინც ვერასდროს მიაღწევთ მას. 2. ექვსი წლის ასაკში მსურდა მზარეული ვყოფილიყავი. შვიდი წლისას უკვე ნაპოლეონობა მინდოდა და მას შემდეგ ჩემი ამბიცია სტაბილურად იზრდებოდა. 3. ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ, კვლავ ენით აღუწერელი კმაყოფილება მეუფლება: ეს სალვადორ დალიდ ყოფნის სიამოვნებაა. 4. ნამდვილი ხელოვანი არაა ის, რომელიც შთაგონებულია, არამედ ის ვინც სხვას შთააგონებს. 5. […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი