გამონათქვამები: რალფ უალდო ემერსონი

0

1. დარჩე იმად ვინც ხარ უდიდესი მიღწევაა სამყაროში, რომელიც მუდმივად იმის ცდაშია, რომ სხვა ადამიანად გაქციოს.

2. ყოველ ერთ წუთში როდესაც გაბრაზებული ხართ, ბედნიერების სამოც წამს კარგავთ.

3. რა იმალება ჩვენს უკან და რა ჩვენს წინ, არაფერია იმას თან შედარებით, რაც თავად ჩვენში იმალება.
4. ყოველთვის აკეთე ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გეშინია.
5. ნუ წახვალ იქ სადაც გზა წაგიყვანს, წადი იქ სადაც გზა არ არსებობს და დატოვე კვალი.
6. ნუ იტყვით, რომ გააკეთებთ სიკეთეს „ძალიან მალე“, რადგანაც არავინ იცის, როდის იქნება „ძალიან გვიან“.
7. რასაც არ უნდა აკეთებდე, გაბედულად აკეთე. რა გზაც არ უნდა აირჩიო, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ვინც გეტყვის, რომ არ ხარ მართალი. ყოველთვის იარსებებენ წინააღმდეგობები, რომლებიც გვიბიძგებენ ვიფიქროთ, რომ ჩვენი კრიტიკოსები მართლები არიან. ჩვენს გზას, რომ არ გადავუხვიოთ არანაკლები გამბედაობაა საჭირო, ვიდრე ეს კარგ ჯარისკაცს სჭირდება. ყოველი ბრძოლის შემდეგ მშვიდობა დგება, თუმცა მხოლოდ მამაც ადამიანებს შესწევთ ძალა მოიპოვონ იგი.
8. საქმე ცხოვრების ხანგძლივობაში კი არა, მის სიღრმეშია.
9. დიდი ადამიანს ყოველთვის სურს უბრალო იყოს.
10. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეთ, არის ის ადამიანი, რომელიც მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ იყოთ.
11.ცხოვრების მიზანი ბედნიერებაში არაა. ცხოვრების მიზანია იყო საჭირო, დაფასებული, მოწყალე, ცხოვრების მიზანია ხედავდე განსხვავებას ფრაზებში „მე ვიცხოვრე“ და „მე კარგად ვიცხოვრე“.
12. სიცოცხლე მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი.
13. როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენა- სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.
14. ნუ შეიზღუდებით ქმედებებში. ცხოვრება ექსპერიმენტია და რაც უფრო მეტია ექსპერიმენტი, მით უკეთესია.
15. გმირი ჩვეულებრივ ადამიანზე 5 წუთით მეტხანს არის მამაცი.
16. თუ სადმე იშვიათი ინტელექტის ადამიანს გადააწყდით, ჰკითხეთ რა წიგნებს კითხულობს.
17. არაფერი იწყება ამბიციის გარეშე და შრომის გარეშე არაფერი სრულდება. საჩუქარს ხელში არავინ ჩაგიდებთ, თავად უნდა მოიპოვოთ იგი.

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply