გამონათქვამები: ონორე დე ბალზაკი

1. თუ ბევრს ნსჯი, ე.ი ნაკლებად გიყვარს.
2.კარგია მარტოობა, თუმცა მაინც გვჭირდება ადამიანი ვინც გვეტყვის, რომ მარტოობა კარგია.
3.ბედნიერება ჩვენს გამბედაობასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.
4. ჩვენი ყველაზე დიდი შიში მოლოდინში იმალება.
5. ისევე უაზრობაა თავის მოტყუება, რომ კაცს არ შეუძლია მუდმივად ერთი ქალი უყვარდეს, როგორც იმის თქმა, რომ კარგ მევიოლინეს რამოდენიმე ვიოლინო სჭირდება იმისათვის, რომ კომპოზიცია დაუკრას.
6. დედის გული დიდი უფსკრულია, რომლის წიაღშიც ყოველთვის იპოვნით პატიებას.
7. შეიძლება თანასწორობის იდეა ნამდვილად სწორი რამეა, მაგრამ არ არსებობს ქვეყნად ძალა, რომელიც მას ფაქტად აქცევს.
8. ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.
9. არ არსებობს დიდი ნიჭის გამოვლინება, დიდი სურვილის გარეშე.
10. ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება, ის დაუსრულებელია და ყოველთვის ინარჩუნებს თავის სახეს.სიყვარული ყოველთვის თანასწორი და წმინდაა – ყოველგვარი ძალადობრივი გამოვლინების გარეშე – ნამდვილი სიყვარული შეიძლება თეთრ თმებთან ერთად დაინახოთ და იგი ცოცხლობს გულში, რომელიც მუდმივად ახალგაზრდაა.
11. სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.
12. ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.
13. ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.
14. არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელი თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.
15. სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!
16. პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.
17. სიყვარული გრძნობების პოეზიაა.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

კომენტარები