ვიქტორ ჰიუგო

გამონათქვამები: ვიქტორ ჰიუგო

1.სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული სამოთხეა;
2. ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება;
3. ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს;
4.ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც;
5.ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით;
6.სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი – ქურდობა და ქალიშვილი – შიმშილი;
7.ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს;
8.ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია;
9.შეცდომებიდან სიმართლისკენ სვლა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა;
10.კაცს, რომელმაც მშობლიური ენის გარდა სხვა უცხო ენები არ იცის, იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ კი ის გენიოსი არაა, აუცილებლად ექნება იდეების ნაკლებობა;
11.შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან. შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები;
12.ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე კი ვიტყოდი, რომ უსიყვარულობაა სიბრმავე;
13.ყველაზე ბნელი ღამეებიც კი დასრულდება და მზე ამოვა;
14.გიყვარდეს სხვა ადამიანი ნიშნავს, ღვთის სახეს ხედავდე მასში;
15.გიყვარდეს და უყვარდე, ეს საკმარისია. სხვას ნურაფერს ითხოვ. არ არსებობს ამაზე ნათელი და ძვირფასი რამ ცხოვრებაში;
16.უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა;
17.ადამიანებს სურვილი აკლიათ და არა ძალა;
18.სიცილი მზეა,რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის;
19.დამნაშავე მარტო ის კი არაა, ვინც დანაშაულს სჩადის, არამედ ისიც ვინც ქმნის წყვდიადს;
20. ადამიანთა დაბალ კლასებში ბევრად უფრო მეტი მწუხარებაა, ვიდრე ადამიანობა მათ მაღალ კლასებში;
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

1.სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული სამოთხეა; 2. ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება; 3. ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს; 4.ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც; 5.ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით; 6.სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი – ქურდობა და ქალიშვილი […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"