გააცნობიერე საკუთარი უპირატესობა – სასკოლო ექსპერიმენტი დიდებისთვის

სკოლაში ერთმა მასწავლებელმა ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გადაწყვიტა ბავშვებისთვის საინტერესო გზით აეხსნა პრივილეგიისა და სოციალური ცვალებადობის შესახებ.

მასწავლებელმა ბავშვებს თითო ფურცელი დაურიგა და სთხოვა, დაეკუჭათ.

1

მერხების წინ, შუაში ნაგვის ურნა მოათავსა

2

თქვა: ,, თამაშის წესები მარტივია – თქვენ, ქვეყნის მოქალაქეებს, გამდიდრებისა და მაღალ სოციალურ კლასში მოხვედრის ერთნაირი შანსი გაქვთ’’.

3

,, იმისთვის რომ ეს შეძლოთ, აუცილებელია, ადგილიდან დაკუჭული ქაღალდის ურნაში ჩაგდება’’.

4

ნათქვამი უკანა რიგებიდან ერთ-ერთმა მოსწავლემ დაუყოვნებლივ გააპროტესტა: ,,ეს უსამართლობაა! მას, ვინც ნაგვის ურნასთან ახლოს ზის, გამარჯვების მეტი შანსი აქვს’’.

5

ყველამ სცადა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოცანის შესრულება წინ მსხდომი სტუდენტების უმეტესობამ და მხოლოდ რამდენიმე უკანა რიგებში მსხდომმა მოახერხა.

6

მასწავლებელმა განაცხადა: ,, რაც უფრო ახლოს იყავით ნაგვის ურნასთან, შანსიც მეტი გქონდათ. აი რას ნიშნავს პრივილეგია. შენიშნეთ რომ, უსამართლობაზე პრეტენზია, მხოლოდ უკანა რიგებში გამოთქვეს?’’

7

,,მან, ვინც წინ იჯდა, საკუთარი პრივილეგია ვერ გააცნობიერა. ისინი მხოლოდ მიზნამდე არსებულ მცირე მანძილს ხედავდნენ.’’

8

,,თქვენი, მოსწავლეების მოვალეობა, თქვენი პრივილეგიის გაცნობიერებაა. გამოიყენეთ ეს განსაკუთრებული პრივილეგია – ,,განათლება’’ იმისთვის, რომ ყოველთვის ბევრს მიაღწიოთ და ამავდროულად დაიცვათ ისინი, ვინც თქვენს უკან არიან.’’

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

სკოლაში ერთმა მასწავლებელმა ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გადაწყვიტა ბავშვებისთვის საინტერესო გზით აეხსნა პრივილეგიისა და სოციალური ცვალებადობის შესახებ. მასწავლებელმა ბავშვებს თითო ფურცელი დაურიგა და სთხოვა, დაეკუჭათ. მერხების წინ, შუაში ნაგვის ურნა მოათავსა თქვა: ,, თამაშის წესები მარტივია – თქვენ, ქვეყნის მოქალაქეებს, გამდიდრებისა და მაღალ სოციალურ კლასში მოხვედრის ერთნაირი შანსი გაქვთ’’. ,, იმისთვის რომ ეს შეძლოთ, აუცილებელია, […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"