ბულბული და მუშა

ბულბულისა და მუშის იგავი

ერთი მუშა მთელი ზაფხულის განმავლობაში ტკბებოდა ბულბულის გალობით. ისე სიამოვნებდა კაცს მისი სიმღერა, რომ დახარბებულმა ერთ ღამესაც მახე დაუგო ბულბულს და დაიჭირა.

“ხომ დაგიჭირე!” – წამოიძახა მან და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა. “ამიერიდან შენ მუდამ ჩემთან იქნები და მიმღერებ.”

“ბულბული არასდროს მღერის გალიაში.” – უთხრა ჩიტმა მუშას.

“თუ არ იმღერებ შეგჭამ!” – უპასუხა მუშამ მას. “ხშირად მსმენია, რომ ბულბულებს გემრიელი ხორცი აქვთ.”

“ნუ  მომკლავ, გთხოვ..” – შეევედრა მუშას ბულბული. “გამათავისუფლე და სამ რამეს გეტყვი, რომელიც ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი გამხმარი სხეული..”

მუშა დათანხმდა ბულბულს და გალიიდან გამოუშვა. ბულბული ხის ტოტზე შემოჯდა და კაცს უთხრა:

“პირველი: არასოდეს ენდო ტყვის დაპირებას. მეორე: ყოველთვის დააფასე ის, რაც გაქვს. და მესამე: სინანული ვერ დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე დაკარგულია…”

ამ სიტყვების შემდეგ ბულბული გაფრინდა და უკან არასოდეს დაბრუნებულა..

ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთი მუშა მთელი ზაფხულის განმავლობაში ტკბებოდა ბულბულის გალობით. ისე სიამოვნებდა კაცს მისი სიმღერა, რომ დახარბებულმა ერთ ღამესაც მახე დაუგო ბულბულს და დაიჭირა. “ხომ დაგიჭირე!” – წამოიძახა მან და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა. “ამიერიდან შენ მუდამ ჩემთან იქნები და მიმღერებ.” “ბულბული არასდროს მღერის გალიაში.” – უთხრა ჩიტმა მუშას. “თუ არ იმღერებ შეგჭამ!” – უპასუხა მუშამ მას. […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი