გაცნობიერებული უმეცრება

ბლეზ პასკალი: გაცნობიერებული უმეცრება

ადამიანთა უმრავლესობა მართებულად მსჯელობს საგნებსა და მოვლენებზე, ეს მათი უმეცრების – ადამიანის ყველაზე მართებული ბუნების შედეგია. ყოველგვარ ცოდნას ორი უკიდურესი წერტილი აქვს, რომლებიც ერთმანეთს თანხვდება. ერთია სრული და ბუნებრივი უმეცრება, ადამიანის დაბადაბიდანვე თანდაყოლილი თვისება. მეორე უკიდურესობას კი აღწევენ მხოლოდ სულით დიადნი, რომლებმაც შეიცნეს ყველაფერი, რისი შეცნობაც ადამიანის გონებას შეუძლია, მერეღა მიხვდნენ, რომ არაფერიც არ იციან და , ამრიგად დაუბრუნდნენ ამ დასაბამიერ უმეცრებას, რომლისგანაც თავის დაღწევა დააპირეს ოდესღაც. მაგრამ ეს უკვე ბრძნული და გაცნობიერებული უმეცრებაა.

ხოლო ისინი ვინც გამოვიდნენ დასაბამიერი უმეცრების მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ მიაღწიეს მეორე უკიდურესობას, ცოდნის მხოლოდ ნამცეცებს ფლობენ და ამიტომაც ყოვლისმცოდნეებად გვაჩვენებენ თავს. სწორედ ისინი ამღვრევენ წყალს, სწორედ ისინი აყალბებენ ყველას და ყველაფერს. ხალხი და ბრძენკაცნი – აი, საზოგადოების ქვაკუთხედი. “ყოვლისმცოდნენი” ზიზღით უყურებენ მათ, მაგრამ ეს ზიზღი ორმხრივია, ვინაიდან, მათგან განსხვავებით, მათ სამუდამოდ დახშული აქვთ საღი მსჯელობის უნარი.

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ადამიანთა უმრავლესობა მართებულად მსჯელობს საგნებსა და მოვლენებზე, ეს მათი უმეცრების – ადამიანის ყველაზე მართებული ბუნების შედეგია. ყოველგვარ ცოდნას ორი უკიდურესი წერტილი აქვს, რომლებიც ერთმანეთს თანხვდება. ერთია სრული და ბუნებრივი უმეცრება, ადამიანის დაბადაბიდანვე თანდაყოლილი თვისება. მეორე უკიდურესობას კი აღწევენ მხოლოდ სულით დიადნი, რომლებმაც შეიცნეს ყველაფერი, რისი შეცნობაც ადამიანის გონებას შეუძლია, მერეღა მიხვდნენ, რომ არაფერიც არ იციან […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი