ბილ გეითსი: ცხოვრების 11 წესი

ბილ გეითსის  სიტყვით გამოსვლა  კალიფორნიის შტატის ერთ–ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეთა წინაშე.
ცხოვრების 11 წესი
წესი 1: ცხოვრება საშიში არაა, მიეჩვიეთ ამ აზრს…
წესი 2: მსოფლიოს სულაც არ ანაღვლებს თქვენი ღირსების გრძნობა. სამყარო მოითხოვს თქვენგან, რომ შექმნათ რაიმე ღირებული, ვიდრე თავს კარგ და ღირსეულ ადამიანად გაგრძნობინებთ…
წესი 3: ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ როგორც კი სკოლებს დაამთავრებთ წარმატებულ კარიერას გაიკეთებთ და წელიწადში მინიმუმ 40 000 დოლარს გამოიმუშავებთ.
წესი 4: ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი მასწავლებელი ძალიან მაგარია, ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც წარმატებით გამოიყენებთ იმას, რასაც ის გასწავლიდათ…
წესი 5: ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების “წკლიპურტების”. თქვენი წინაპრებს არ ეშინოდათ  და მათ შესაძლებლობებს ეძახდნენ…
წესი 6: რაღაც დააშავე? ეს შენი მშობლების ბრალი არაა. ნუ გადააბრალებ სხვას შენს დანაშაულს. უბრალოდ ისწავლე მისგან !
წესი 7: ვიდრე თქვენ დაიბადებოთ, თქვენს მშობლებს ბევრად უფრო ნაკლები პრობლემა აწუხებდათ .შემდეგ გაუჩნდათ საფიქრალი იმაზე,თუ როგორ იშოვონ ფული, რომელიც თქვენ უნდა მოგცენ,როგორ ჩაგაცვან და გაჭამონ და ამ ყველაფერთან ერთად მოთმინებით მოგისმინონ, თუ რა კარგები და საყვარლები ხართ. ასე, რომ ვიდრე თქვენი მშობლების თაობის გაკრიტიკებას დაიწყებდეთ, სჯობს “პარაზიტები” საკუთარ ოთახებში ეძებოთ…
წესი 8: შეიძლება სკოლაში შეცდომა გაპატიონ და არ მიაქციონ დიდი ყურადღება. მათ შეუძლიათ მოთმინებით უპასუხონ თქვენს კითხვებს მანამ, ვიდრე პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება. ცხოვრება შეცდომებს ასე ადვილად არ გაპატიებთ…
წესი 9: ცხოვრება სემესტრებად არაა დაყოფილი.არც საზაფხულო დასვენებები გექნებათ გამოწერილად და არც ყველა “დაქირავებული” იქნება დაინტერესებული, რომ დაგეხმაროთ და რაიმე გასწავლოთ. ამ ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ და საკუთარი დროის ხარჯზე…
წესი 10: ტელევიზია რეალური ცხოვრება არაა. ცხოვრებაში ადამიანები იძულებულები არიან ყავის სმას თავი ანებონ და სამუშაოდ წავიდნენ..
წესი 11: ნუ უსმენთ იდიოტებს. შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს და თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამოიყენოთ რომელიმე…

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ბილ გეითსის  სიტყვით გამოსვლა  კალიფორნიის შტატის ერთ–ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეთა წინაშე. ცხოვრების 11 წესი წესი 1: ცხოვრება საშიში არაა, მიეჩვიეთ ამ აზრს… წესი 2: მსოფლიოს სულაც არ ანაღვლებს თქვენი ღირსების გრძნობა. სამყარო მოითხოვს თქვენგან, რომ შექმნათ რაიმე ღირებული, ვიდრე თავს კარგ და ღირსეულ ადამიანად გაგრძნობინებთ… წესი 3: ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ როგორც კი სკოლებს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი