ბერტრანდ რასელი

ბერტრანდ რასელი: მასწავლებელთა ათი მცნება

1951 წლის 16 დეკემბერს ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა ბერტრანდ რასელის სტატია, რომელსაც ერქვა: „ფანატიზმის საუკეთესო პასუხი ლიბერალიზმია“. სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოყალიბებული იყო  „ათი მცნება მასწავლებელთათვის“.

10 მცნება მასწავლებელთათვის:

1. ნუ იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული ყველაფერში.

2. წინ წაწევას სიმართლის დამალვით ნუ შეეცდებით, რადგან იგი აუცილებლად გაცხადდება.

3. ხელს ნუ შეუშლით აზრებს, რომელთა წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ.

4. როდესაც საწინააღმდეგო აზრს შეხვდებით, თუნდაც თქვენი მეუღლის ან შვილების მხრიდან, ეცადეთ დაძლიოთ არგუმენტით და არა ძალაუფლებით. ძალაუფლებაზე დამყარებული გამარჯვება ილუზიაა და რეალობას არ შეესაბამება.

5. ნუ იქონიებთ პატივისცემას სხვათა ძალაუფლების მიმართ, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან საწინააღმდეგო ძალაუფლების მქონენი.

6. ნუ გამოიყენებთ ძალას, რომ დათრგუნოთ აზრები, რომლებიც დამღუპველად მიგაჩნიათ. თუ ასე მოიქცევით, ეს აზრები დაგრთგუნავენ.

7. ნუ შეგეშინდებათ ახირებული მოსაზრებების, რადგან ყველა მოსაზრება, რაც ახლა მიღებულია, ადრე უცნაურად მიაჩნდათ.

8. თუ ნამდვილად აფასებთ გონიერებას, ეძიეთ მეტი სიამოვნება გონივრულ უთანხმოებაში და არა პასიურ არგუმენტებში.

9. იყავით ყოველთვის სამართლიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლის ტარება უხერხულია, რადგან ბევრად უფრო უსიამოვნოა, როდესაც მის დამალვას ცდილობთ.

10. ნუ შეგშურდებათ იმ ადამიანთა ბედნიერებისა, რომლებიც „ბრიყვთა სამოთხეში“ ცხოვრობენ, რადგან მხოლოდ ბრიყვი თუ ჩათვლის ამას ბედნიერებად.

ბერტრანდ რასელი; თარგმანი: 4motivi.com;

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

1951 წლის 16 დეკემბერს ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა ბერტრანდ რასელის სტატია, რომელსაც ერქვა: „ფანატიზმის საუკეთესო პასუხი ლიბერალიზმია“. სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოყალიბებული იყო  „ათი მცნება მასწავლებელთათვის“. 10 მცნება მასწავლებელთათვის: 1. ნუ იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული ყველაფერში. 2. წინ წაწევას სიმართლის დამალვით ნუ შეეცდებით, რადგან იგი აუცილებლად გაცხადდება. 3. ხელს ნუ შეუშლით აზრებს, რომელთა წარმატებაშიც დარწმუნებული […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ