ბენედიქთ კამბერბეთჩი – “იცხოვრეთ უფრო უბრალო ცხოვრებით”

0

მსახიობი, 38 წლის, ლონდონი

როდესაც მე დავიბადე, არ გამაჩნდა არც ფული, არც ტიტული, არ მიწა, მითუმეტეს -ნავთობის ტერმინალი.

არასდროს ვფიქრობდი, ამეწყო ჩემი კარიერა ასექსუალი  ინტელექტუალ-სოციოპატის ირგვლივ.

თანამედროვე მსახიობების თაობა არსებობს  იმ სამყაროში, სადაც ნიჭიერმა, მაგრამ ჯერ არშემდგარმა მსახიობმა შეიძლება მიიღოს მთავარი როლი სკორსეზეს ფილმში. აღარაა საჭირო, ვიღაცას რაღაც უმტკიცო წლობით და იბრძოლო იმისთვის, რომ დამკვიდრდე ამ სამყაროში. ბენ ქინგსლი, ჰელენ მინერი ან ენტონი ჰოპკინსი – ყველა ეს შესანიშნავი მსახიობი ნელ-ნელა და რთულად მიდიოდა წარმატებისაკენ. დღეს კი, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მთავარი როლი შენს ხელშია. მე ვფიქრობ, ეს არასწორია.

 ჩემი პირველი აგენტი თვლიდა, რომ არ უნდა წარმედგინა ჩემი თავი საზოგადოებაში, როგორც კამბერბეთჩერი. ამის შემდგომ, წელიწადნახევარი არ მიმართლებდა. რა თქმა უნდა, შევცვალე აგენტი, მან კი მკითხა: „რატომ არ წარადგენ თავს საზოგადოებაში, როგორც კამბერბეთჩერი? შენ ამით დიდ ყურადღებას მიიპყრობ.“

 ადრე ხშირად მეძახოდნენ კამბის, რაც სასტიკად არ მომწონდა მანამ, სანამ რომერტ კარლაელმა არ მითხრა, რომ „კამბა“ ეს არის საკმაოდ პატივცემული ქუჩის ბანდა გლაზგოდან. მას შემდეგ, მე ამოვისუნთქე.

მახსოვს, პირველი შეხვედრისას მადონამ აღნიშნა, რომ საკმაოდ უცნაური სახელია ბენედიქთი, რაზეც მე ვუპასუხე:“ დიახ, ძალიან უცნაურია, მადონა.“

შევნიშნე ერთი უცნაური რამ, როდესაც მე მივდივარ პაბში ქალბატონთან ერთად, მაშინვე ვხვდები ფოტოკამერების მთავარი სამიზნე.

ღმერთმა დამასაჩუქრა უცნაური სახით – მახინჯსა და იმას შორის, რაც ადამიანებს მიმზიდველად მიაჩნია.

ყველაზე მომხიბვლელი ადამიანები არიან ისინი, რომლიბიც ამჩნევენ სხვაში მომხიბვლელობას.

დიდება – უცნაური ხილია. ადამიანები იწყებენ იმის შემჩნევას შენში, რაც შენ არასდროს შეგიმჩნევია ან უფრო უარესი – საერთოდ არ გაგაჩნია.

მე არ ვისწრაფოდი არასდროს პოპულარობისაკენ ჰოლივუდური გაგებით, მაგრამ არც არასდროს გავურბოდი მას.

 ბედნიერი ვარ იმით, რომ ვცხოვრობ ლონდონში. დილით გამოდიხარ სახლიდან და პირველი, რასაც ხედავ, არის მუზეუმები, თეატრები, გალერეები. ამერიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა – თუ ხარ მსახიობი და ცხოვრობ ლოს-ანჯელესში, მთელ დღეებს ატარებ აუზთან, სცენარით ხელში. ამ ქალაქში ველოსიპეტებითაც არ დადიან.

ერთხელ მე ვესტუმრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, კონკრეტულად ჩრდილოეთ დურბინს. მანქანაში ვიყავით სამნი: მე და ჩემი 2 მეგობარი. გარეთ ბნელოდა და ციოდა. გაფრთხილებულნი ვიყავით, რომ ეს საშიში ადგილია, განსაკუთრებით – ღამით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც წავედით. უეცრად მანქანის მარჯვენა წინა საბურავი გასკდა. ცარიელ გზაზე სულ მარტო ვიყავით. ამ დროს გაჩნდა შეიარაღებუი დაჯგუფება. დაგვაწვინეს მიწაზე, გვემუქრებოდნენ, მიგვეცა მარიჰუანა. იმ საღამოს მართლაც მოწეული გვქონდა. მე ვეწინააღმდეგებოდი, ვყვიროდი გაუგებრად და ეტყობა, ძალიან გავაბრაზე. ჩამავლეს ხელი, ჩამაგდეს საბარგულში და სადღაც წამიყვანეს. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ბოლო წამები, მაგრამ მანქანა გაჩერდა და გადმომაგდეს გზაზე. ვყვიროდი:“ თქვენ ჩემს მოკვლას აპირებთ? მომკლავთ?“ – მაგრამ ისინი უსიტყვოდ გაქრნენ ადგილიდან. მაშინ ვიგრძენი, როგორ ჩქეფდა ჩემში სიცოცხლე და ბედნიერება იმისა, რომ ცოცხალი ვარ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი მომენტები გასწავლიან ცხოვრების დაფასებას.

არსებობს მსახიობებში გავრცელებული ერთი ხუმრობა:“ რას გააკეთებ, ფილმის გადაღებები რომ მორჩება?“ – „ოჰ, სპილბერგი თუ არ დამირეკავს, წავალ დასასვენებლად.“  – სულელური ხუმრობაა, არა?!

სექსუალურია ის ქალი, რომელმაც იცის, რომ სჭირდება ძვირადღირებული ტანსაცმელი, რათა მიმზიდველად გამოიყურებოდეს. სექსუალურია ქალი, რომელთანაც შეგიძლია ისაუბრო, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ: კარგი იუმორის გრძნობაც ძალიან სექსუალურია.

მე შემიძლია, ძალიან მძაფრად განვიცადო ცხოვრება დივანზე წამოწოლილმა, წიგნით ხელში.

შერლოკის პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ, ყველაზე სასიამვნო ამბავი ჩემთვის იყო წიგნების გაყიდვის საგრძნობლად გაზრდა. დიახ, მე ეს შევძელი. შევახსენე ხალხს არტურ კონან დოილის არსებობა.

დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ჰიტლერს. ვეტყოდი 2 რამეს: საოცარი ნახატები აქვს და სექსი ბევრად უფრო სასიამოვნო საქმიანობაა, ვიდრე პოლიტიკა.

როდესაც ჩევნ ვემზადებოდით „მეხუთე ხელისუფლების“ გადაღებისათვის, ძალიან მინდოდა მენახა ჯულიან ასანჟი, მაგრამ მან უარი განაცხადა. ჯულიანმა განაცხადა, რომ ყოველთვის შორს იჭერს თავს იმისგან, რაც არ არის 100 %-ით სიმართლე. მე მისი ძალიან კარგად მესმის.

 ცხოვრება იქნებოდა სულ სხვანაირი, თუ ყველა ადამიანი დაუსვამდა ერთმანეთს ერთ უბრალო კითხვას:“ წინააღმდეგი ხომ არ ხართ, თუ მე….?“

ასანჟმა, სნოუდენმა, მენინგმა გააკეთეს ძალიან დიდი საქმე. მათ დასვეს სწორი კითხვა. დღეს უკვე ჩვეულებრივი ამერიკელებიც სვამენ ამ კითხვას:“ არ მესმის, რატომ ისმენენ ჩემს სატელეფონო საუბარს, როდესაც მე ვურეკავ დეიდას ვისკონსინში? ჩვენ ხომ მხოლოდ ამინდზე და ჭადრაკზე ვსაუბრობთ. ნუთუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი პირადი სივრცე ირღვევა?! ნუთუ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ტერორისტებმა მოიგეს?!“

ყველაზე მეტად მე მღლის ჩემივე ყბედობა.

მე არ ვარ ჯარისკაცი, არც შპიონი, არც პოლიტიკოსი. მე ვარ მსახიობი. ოდნავ ვუკრავ პიანინოზე, საერთოდ არ მესმის ვიოლინოსი, არ ვარ პროგრამისტი, ვერ ვხატავ ისე, როგორც ვან გოგი, ვერ ვთამშობ ჩემს გონებაში გალაქტიკებით, როგორც ამას აკეთებდა სტივენ ჰოკინგი, მაგრამ ეს ყველაფერი შემიძლია განვასახიერო ფილმებში.

რა მაიძულებს გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ? სურვილი, გამოვიწვიო მშობლებში სიამაყის გრძნობა. ან ერთი ფინჯანი ძლიერი ყავა.

კარგი მუსიკა ყველაზე ეფექტური საშუალებაა შთაგონების.

ყოველი ფლმის შემდეგ, უფრო მეტი შრამი მემატება სულში.

სასწრაფოდ უნდა ვისწავლო უარის თქმა, ადრე მე ყოველთვის ვამბობდი „დიახ“-ს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, შევიცვალო.

ჩემი ჰობია: ცხენოსნობა, წყალქვეშა ცურვა და მოტოციკლები.

რაც უფრო მეტად შეძლებ განეშორო შენს თავს და ჩვევებს, მით უფრო მეტს მიაღწევ. ყველაფერი საინტერესო სამყაროში არსებობს შენი პირადი კომფორტის საზღვრებს მიღმა.

ჩემს ღვინით სავსე ბოკალში აღმოვაჩინე ქინქლა. საზიზღრობაა, არა?  მაგრამ მე მიხარია, იმიტომ რომ ის ბედნიერი გარდაიცვალა.

 რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა კეთილი იყო, ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეზიზღები.

მე ვცდილობ არ შევიძინო ახალი მეგობრები. მხოლოდ ძველ მეგობრებს ვახსოვარ ისეთი, როგორიც ვიყავი ამ მომენტამდე.

მუდმივი ბედნიერების ძიება – ყველაზე ადვილი გზაა იმედგაცრუებისაკენ.

განა მე შემიძლია ვინმეს რამე ვურჩიო, განსაკუთრებით, მთელ თაობას? – იცხოვრეთ უფრო უბრალო ცხოვრებით.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply