ბედნიერება დეტალებშია

დალაი ლამამ ერთხელ თქვა: „ჩვენი ცხოვრების მიზანია ვიყოთ ბედნიერნი.“თუმცა ხშირად მიფიქრია,არსებობს კი რაიმე ერთი,კონკრეტული დეფინიცია ბედნიერებისა?ერთგვარი აქსიომა,რომელიც ყველას ერგება,განურჩევლად სქესისა,რასისა თუ რელიგიისა?და თუ არსებობს როგორ მოვიპოვოთ იგი ან სად ვეძიოთ…

ქუჩაში ფეხით მოსიარულენი რომ გააჩერო და მარტივი კითხვა დაუსვა, თუ რა არის ბედნიერება,სავარაუდოდ თითოეულის პასუხი ერთმანეთისგან ძალიან თუ არა მცირედ განსხვავებული მაინც იქნება.მახსოვს პირველი ემოცია,როცა ჯონი კეშთან ინტერვიუ წავიკითხე,მას სთხოვეს აღეწერა სამოთხე,ჯონის პასუხი კი იმდენად მარტივი იყო,რომ გენიალურობამდე არაფერი აკლდა:“ამ დილით,ყავა,მასთან ერთად“ (იგულისხმება მისი მეუღლე,ჯუნ კარტერი).მაშინ გავაცნობიერე,რომ ბედნიერება ეს რაღაც ზეინდივიალურია და მისი გაგებაც იმდენივეა,რამდენი ადამიანიცაა ამ პლატენაზე.
ზოგს საწოლში წოლა და გარეთ წვიმის ხმის მოსმენა აბედნიერებს,ზოგს ის მომენტი სუპერმარკეტში,რომ მის საყვარელ სიმღერას გაიგებს.ზოგს საინტერესო ადამიანის გაცნობა ანიჭებს ბედნიერებას,ზოგს კი სრულიად უმიზეზოდ,კუნთების ტკივილამდე სიცილი.ზოგისთვის თვალებით კონტაქტია უდიდესი სიხარულის მომტანი,ზოგისთვის კი მზის ამოსვლის ყურება.

განა ბედნიერება უპრობლემობას ნიშნავს?განა არსებობს,ისეთი ადამიანი,რომელსაც ყოველთვის ყველაფერი რიგზე აქვს?მე ვფიქრობ,რომ სწორედ პრობლემებსა და გასაჭირში უნდა შეგვეძლოს იმედის სხივის პოვნა,რადგან ტკივილი გვაძლიერებს,გვიმაღლებს მოვიტავიას და გვიბიძგებს ვიმოძრაოთ წინ,წინ დასახული მიზნებისკენ.ეს გზა იმ დიდი მოგზაურობის დასაწყისია,რომელიც არ ვიცით სადამდე მიგვიყვანს ან რას გვპირდება,მაგრამ ვიცით,რომ საინტერესო თავგადასავლების მომტანი იქნება.

ბედნიერი ვარ,როცა ჩემს მეგობრებთან ერთად უბრალოდ ყავას ვსვამ და დაუსრულებლად ვლაპარაკობ.ბედნიერი ვარ,როცა ვიცი,რომ სადღაც მელიან.ბედნიერი ვარ,როდესაც ვიცი,რომ ვიღაცას ვუყვარვარ და ვიღაცისთვის ძვირფასი ვარ.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ნაზია ღამის“ კითხვა რომ დავასრულე ბედნიერი ვიყავი და მაშინ უფრო გავბედნიერდი,როდესაც ზღვის ნაპირზე,მისი ხელმეორედ წაკითხვის სურვილი გამიჩნდა.ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.ვდგავარ ზღვის ნაპირზე,ტალღების ძალას ვგრძნობ ფეხებში,მზე მოუსვენრად თამაშობს ჩემს სახეზე,მე კი მხოლოდ ფრანგულ რივიერაზე,დიკსა და ნიკოლზე ვფიქრობ და ვნანობ,რომ წიგნი სახლში დავტოვე.ეს ის წამი იყო,როდესაც სრული სიმძაფრით ვიგრძენი,რას ნიშნავს იყო ბედნიერი.სწორედ იმ კონკრეტულ ადგილას,კონკრეტულ დროს…

მე მაინც მჯერა და ღრმად მწამს,რომ ბედნიერება სხვა არაფერია თუ არა წამი,რადგან იგი დეტალებშია.

გამოგზავნი/ავტორი: ანა ქასრაშვილი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

დალაი ლამამ ერთხელ თქვა: „ჩვენი ცხოვრების მიზანია ვიყოთ ბედნიერნი.“თუმცა ხშირად მიფიქრია,არსებობს კი რაიმე ერთი,კონკრეტული დეფინიცია ბედნიერებისა?ერთგვარი აქსიომა,რომელიც ყველას ერგება,განურჩევლად სქესისა,რასისა თუ რელიგიისა?და თუ არსებობს როგორ მოვიპოვოთ იგი ან სად ვეძიოთ… ქუჩაში ფეხით მოსიარულენი რომ გააჩერო და მარტივი კითხვა დაუსვა, თუ რა არის ბედნიერება,სავარაუდოდ თითოეულის პასუხი ერთმანეთისგან ძალიან თუ არა მცირედ განსხვავებული მაინც იქნება.მახსოვს პირველი ემოცია,როცა […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი