4245

”ბავშვობა, ერთი ბოლოა თოკის”

ის დრო მენატრება , კინჩხაში(იმერეთის , ერთ–ერთი სოფელია) ბებია–ბაბუას , რომ ავაკითხავდით და ყველა ერთად თავს მოვიყრიდით ხოლმე. ისინი თვალებში შემოგვციცინებდნენ.
ბებო , სულ ამას გაიძახოდა საჭმელი ჭამეთ , როგორ არ მოგშივდათ ამდენ ხანს,აქედან ფერიასავით უნდა გაგიშვათო, ამ სიტყვების გაგონებისთანავე ჩვენ ერთმანეთს გადავხედავდით, გულიანად გადავიკისკისებდით და კვლავ, ჩვენ–ჩვენ საქმეს მთელი გულისყურით დავუწყებდით კირკიტს.
როცა მაგიდას შემოვუსხდებოდით და კარტის ან ნარდის თამაშის დროს კივილ –წივილს ავტეხდით, ბაბუაც ხშირად შემოგვიერთდებოდა ,ჩვენ დასწრებაზე ვიყავით ,რადგან ყველას გვინდოდა მასთან გვეთამაშა , ღირსეული წინააღმდეგობა გაგვეწია და გულითადი შექებაც მოგვესმინა, ბოლოს ბაბუას თვალბზე კურცხალი მოადგებოდა ხოლმე,ალერსიანად გადმოგვხედავდა და იტყოდა ერთი ამდენი კიდევ , რომ იყოთ სახლში ჟრიამული გამეფდებაო (არადა, 9 ვიყავით). ბაბუას წუხილი მენატრება , რომელიც ხანდახან გვაღიზიანებდა ხოლმე მაშინ ვერ ვხვდებოდით , სულ რატომ წუხდა , მაგრამ ტკივილი ხომ მთელ სხეულს უღრღნიდა და მასში ღრმად იდგამდა ფესვებს.
.ის დრო მენატრება აგვისტოში ყველა ერთად ლაშეზე ( პირობითად ასე ვეძახდით სათიბეს) სიხარულით და ამასთანავე თანმზდევნი სიზარმაცით ,რომ ავირბენდით და თივის აღებას მარდად შევუდგებოდით , რადგან გვეშინოდა ზეციდან წვიმის წვეთების კორიანტელი არ წამოსულიყო და მამაჩემის და ზურას ნაშრომი წყალში არ ჩაეყარა. დღის ბოლოს ყველაფერს მოვრჩებოდით და ბაბუაც ამოგვაკითხავდა, სულს ძლივს ითქვამდა , ყველას ნაღვლიანი და ამასთანავე სიყვარულით სავსე თვალებით გადმოგვეხადავდა , ამ დემონმა მას შემდეგ დაიდო ბინა მის თვალებში ,როცა სრულიად ჯანმრთელი შვილის გარდაცვალების ამბავი გაიგო და რომლის სხეული უკვე წლებია , მიწას მიაბარა, სული კი ზეცაში დააბინავა.,თითქოს ჩვენთან ყოფნისას წლები აკლდებოდა და ისევ ის ”კოხტა” ბიჭი ხდებოდა , როგორიც წლების წინ იყო, მაშინ როცა პირველი შვილიშვილი შეეძინა. ამის შემდეგ,ბაბუა ზვინის დადგმას შეუდგებოდა და დიდი ტანჯვა–წამებით მის კენწეროში მოექცეოდა ხოლმე, ჩვენ ქვემოდან ყველანაირად ვცდილობდით მისთვის სამუშაო შეგვემსუბუქებინა, არ გვინდოდა ”მოხუცი” ძალიან გადაღლილიყო.
.დღის ბოლოს კი , ჰორიზონტზე,შავებში გამოწყობილი ,თავსაფარ–წაკრული ბებოც გამოჩნდებოდა , თბილი , ახალგაკეთებული საჭმელით ხელში .მისი დანახვისთანავე ყველა ზეზე წამოვიჭრებოდით და კიჟინითა და კუნტრუშით შევეგებებოდით, ყველაფერს გამოვართმევდით , რაც ხელში ეჭირა და რაც მის ნაბიჯებს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა.შემდეგ მინდორში სუფრას გავაწყობდით და მადიანად შევექცეოდით, იქ ყველაფერს სხვა გემო , სხვა სურნელი ქონდა.
ჩემი ”ნაოჭიანი” ბაბუა მენატრება , ავადმყოფობისგან გატანჯული მაგრამ მუდამ ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ,რომელმაც 1 წელია რაც დაამთავრა სიცოცხლის”ქვის გორება” და ბევრი ცრემლი და გულის ტკივილიც წაიყოლა. ეს დრო მენატრება ,კინჩხა მენატრება . ბედნიერი დრო იყო , რომელმაც უცებ ”გამარჯობა” გვითხრა და ამასთანავე ” ნახვამდიც” მოაყოლა . სასწაული ,რომელმაც თეთრი კვიცივით უცებ გაირბინა.
ახლა ვერ ვახერხებთ ყველა(შვილიშვილები) ერთად შევიკრიბოთ : თეო – პორტუგალიაშია , თამთა – თბილისში , სწავლობს და ამასთანავე მუშაობს , თამუნა– ქუთაიში, მუშაობს . ზურა და ელენე, წელს სტუდენტები გახდნენ და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებიან, ისინი ხომ თვითონ უნდა გახდნენ საკუთარი ცხოვრების მეეტლეები და გზის არევისას კომპასის როლიც კი უნდა შეითავსონ , როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა, აკაკი –საქართველოში არ არის.. ლაშა– სკოლის მოსწავლეა . მე –კი უკვე ”აბიტურიენტი” ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები.მგონი არავინ გამომრჩა ,ყველა ზემოთ–ჩამოთვლილნი ჩემი სიმდიდრეები არიან, გუშინდელი დღე კი უკვე ისტორიაა♥ . აი, ეს არის მარადისობაა , რომელიც მუდამ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნება .
გამომგზავნი/ავტორი: მარიამ ჩხეიძე

კომენტარები