ბავშვობა

ბავშვობა და სულიერი სილამაზე

მდინარის პირას ვზივარ და კენჭებს ვესვრი ლიპსიტებს. ვერაფრით დავაჯერე საკუთარი თავი, რომ გავიზარდე.  ასე მგონია, სულიერად ისევ ბავშვი ვარ. არ ვიცი კარგია ეს თუ არა, მხოლოდ ის  ვიცი, რომ მინდა ფურცლებს გავანდო ჩემი ფიქრები.
კარგია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.ასე უკეთ ვგრძნობ, რა სტკივათ და აწუხებთ ჩემს ყვავილებს. ფრინველები კი ისე ტკბილად ჟღურტულებენ, ასეთ წუთებში არც იმის მჯერა, რომ ოდესმე დასასრული მექნება დედამიწაზე..
შეიძლება ახლა ამის გამო ვარ მოწყენილი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.. მე ხომ ყოველთვის ასე ვარ – ცხოვრებაზე ჩაფიქრებული. სასაცილოდ ავიგდებდი საკუთარ თავს, მაგრამ ყველაფერი გულიდან მოდის და არ შემიძლია დავცინო საკუთარ ფიქრებს..ფიქრებს გავყევი, ლამაზი ფიქრი ვიცი – ჩემს ფიქრებს და ოცნებებს ყოველთვის ვამსგავსებდი ერთიმეორეს.
გულაღმა ვწევარ და საწვიმრად გამზადებულ ღრუბლებს ვითვლი.ვიცი რომ ასეთი თვალით დანახული სამყარო ძალიან ლამაზია, მაგრამ ისიც ვიცი, შეუძლებელია ყოველთვის ბედნიერი იყო – ცხოვრება სავსეა ერთფეროვანი დღეებით, საზრუნავითა და გულისტკივილით.. ალბათ ყველაზე დიდი ხელოვნება სულიერი სილამაზის შენარჩუნებაა..სწორედ ამიტომაც იხსენებენ ადამიანები ბავშვობას ცრემლიანი თვალებით, ბავშვის გული ხომ სამოთხეს ჰგავს, სამოთხის დაკარგვა კი ყოველთვის დიდი ტკივილია..
გამომგზავნი/ავტორი: დადუნა ნადარაია

კომენტარები