ასეთია მეოცნების ბუნება

0

მახსოვს ბავშვობაში ჯადოსნურ სახურავზე ვძვრებოდი და ცისარტყელას ფერებში ვხატავდი სამყაროს,მერე ძირს რომ ვეშვებოდი ადამინებთან ურთიერთობა აღარ მიჭირდა…. ლამაზია ბუნება. გავიცანი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით,მშვიდი და ბობოქარი სულით… ირონიაც კი შევისწავლე მისი, რასაც ახლა სიკეთედ აღვიქვამ. მოკლედ რომ ვთქვათ,იმედიანად და სიხარულით ვხვდები,როგორც განთიადს, ასევე დაისს… ასეთია მეოცნების ბუნება… თუ შეძლო ლოკოკინას ნაჭუჭიდან გამოსვლა, მზის სხივების დაუშრეტელი სიხარულით სავსე,ცდილობს არ მოუსმინოს ქარიშხალს, ყურადღება არ მიაქციოს აზვირთებულ და მღელვარე ტალღებს… მხოლოდ სამყაროში არსებული სიკეთეების დანახვა შეუძლია და ფიქრობს ერთი პატარა ნაბიჯით წინ წავიდეს…

მერე თავისით იშლება ყვავილები, ცის კიდეზე იწერება მორიგი ამბავი, თითქოს ნაცნობი და კარგად შესწავლილი წვრილმანიც კი,რომელიც ფურცელზე გადმოტანას ელოდება. აღმოაჩენს მას და შემდეგ კი სხვებსაც გაუზიარებს. წაუკითხავს თუ რაოდენ სასიხარულოა რომ შენს გვერდით არიან ადამიანები ,რომლებიც უკან დახევის საშუალებას არ გაძლევენ და მიზნისკენ სწრაფვაში შეუმჩნევლად გეხმარებიან… ზოგჯერ კულისებიდან ცდილობენ  ჟესტების ენით მიგანიშნონ შენი  წინ გადადგმული ნაბიჯი.   რაც შეიძლება მოულოდნელად გახდეს წარმატების საფუძველი და მაშინ ცხოვრების დევიზად დასახულ მიზანსაც, რეალობად აქცევ… მივუყვებოდი ქუჩებს..ისევ მომინდა ჩემს ოცნებაში ჯადოსნური სახურავი შემექმნა,რომ შემდეგ ცისარტყელას ფერებთან ერთად თავიდან დამეხატა სამყარო…

ავტორი: ვერიკო კვერნაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply