არ არის აუცილებელი გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ…

თუმცა შესაძლებლობების სიყვარული აუცილებელია.

,,გიყვარდეთ თქვენი საქმე,’’ – ეს სიტყვები ხშირად გვესმის, თუმცა ეს ყოველთვის ჭეშმარიტება არ არის. აუცილებელია გიყვარდეთ არა საქმე, არამედ შესაძლებლობა. (მომავლის, ჯანმრთელობის, წარმატების.) ვიღაცის კარზე კაკუნი შეიძლება არ გსიამოვნებდეთ, თუმცა გიყვარდეთ ის, რაც შესაძლოა კარს უკან იყოს.

ბიჭი ამბობს, ,,მე ორმოებს ვთხრი. უნდა მიყვარდეს ეს?’’ არა, ორმოების თხრა არ უნდა გიყვარდეთ. თუმცა, თუკი ეს წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯებია, უნდა იფიქროთ: ,,მე მოხარული ვარ, რომ ვიღაცამ ორმოების თხრის შესაძლებლობა მომცა, ყველანაირად ვეცდები ეს საქმე კარგად ვაკეთო და შემდეგ საფეხურზე მალე გადავინაცვლო.’’

შთამაგონებელია რაღაც ახლის პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში უამრავი შეცდომას უშვებთ. შესაძლოა იდეალურად არ ჟღერდეს ისეთი საქმის ათვისება, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გისწავლიათ. ეს ყველაფერი საქმის სიყვარულის აუცილებლობას არ გულისხმობს, თუმცა საჭიროა ისწავლოთ შესაძლებლობების, იმ ადამიანის დაფასება, რომელმაც გიპოვათ და თქვენი სჯერა.

ახალი შესაძლებლობები თავდაჯერებულობას გმატებთ. სკეპტიციზმს საკუთარი თავის რწმენა ცვლის. ხალხთან ურთიერთობისას ყველაზე ამაღელვებელ რამეს აღმოაჩენთ. მიხვდებით, რომ ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა მომავალში თქვენი კოლეგა ან ის მეგობარი აღმოჩნდეს, რომელიც წარმატების კარს გაგიღებთ.
გახსოვდეთ, რომ ყველა წარმატება ხანგრძლივ ვალდებულებაზე, რწმენაზე, დისციპლინაზეა დაფუძნებული. შესაძლოა არ მოგწონდეთ თქვენი ახლანდელი მდგომარეობა, თუმცა გახსოვდეთ, რომ არასდროს იცით, რა მიგიყვანთ ცხოვრებაში უდიდეს შესაძლებლობებამდე.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

თუმცა შესაძლებლობების სიყვარული აუცილებელია. ,,გიყვარდეთ თქვენი საქმე,’’ – ეს სიტყვები ხშირად გვესმის, თუმცა ეს ყოველთვის ჭეშმარიტება არ არის. აუცილებელია გიყვარდეთ არა საქმე, არამედ შესაძლებლობა. (მომავლის, ჯანმრთელობის, წარმატების.) ვიღაცის კარზე კაკუნი შეიძლება არ გსიამოვნებდეთ, თუმცა გიყვარდეთ ის, რაც შესაძლოა კარს უკან იყოს. ბიჭი ამბობს, ,,მე ორმოებს ვთხრი. უნდა მიყვარდეს ეს?’’ არა, ორმოების თხრა არ უნდა გიყვარდეთ. თუმცა, თუკი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი