არწივი (იგავი პიროვნულ განვითარებაზე)

ერთხელ ერთმა ფერმერმა მიტოვებული არწივის ბუდე იპოვა, რომელშიც ერთი ჯერ კიდევ თბილი კვერცხი იყო დარჩენილი.
ფერმერმა კვერცხი თავის ფერმაში წაიღო და თავისი ქათმების კვერცხებთან ერთად დადო. და მალე კვერცხიდან პატარა არწივი გამოიჩეკა.
პატარა არწივი წიწილებთან ერთად იზრდებოდა. მიეჩვია ფერმერის მიერ დაყრილი საკენკისა და ბალახის ჭამას. მოკლედ მან მთელი თავისი სიცოცხლე ფერმის ეზოში გაატარა და ცაში იშვიათად, თუ აუხედავს.
ერთ დღეს, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ჩვენი არწივი ეზოში სხვა ქათმებთან ერთად დასეირნობდა. მოულოდნელად მან ცაში აიხედა და მშვენიერმა სანახაობამ დაატყვევა მისი თვალები.
ცაზე არწივი დაფრინავდა და ლაღად გაშლილი ფრთებით მიაპობდა უსასრულო სივრცეს.
მოხუცი არწივი დაფიქრდა და გულში ინატრა: ,,ნეტავ რა იქნებოდა მეც, რომ არწივად დავბადებულიყავი.“

თარგმანი:4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ ერთმა ფერმერმა მიტოვებული არწივის ბუდე იპოვა, რომელშიც ერთი ჯერ კიდევ თბილი კვერცხი იყო დარჩენილი. ფერმერმა კვერცხი თავის ფერმაში წაიღო და თავისი ქათმების კვერცხებთან ერთად დადო. და მალე კვერცხიდან პატარა არწივი გამოიჩეკა. პატარა არწივი წიწილებთან ერთად იზრდებოდა. მიეჩვია ფერმერის მიერ დაყრილი საკენკისა და ბალახის ჭამას. მოკლედ მან მთელი თავისი სიცოცხლე ფერმის ეზოში გაატარა და ცაში […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი