ბოროტება

არსებობს, თუ არა ღმერთი და ბოროტება ? (ნამდვილი ამბავი)

ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ასეთი კითხვა დაუსვა სტუდენტებს .

– არსებობს, თუ არა ღმერთი ? 

– რასაკვირველია არსებობს !- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა.

და თუ არსებობს, მან ხომ  ყველაფერი შექმნა?

– დიახ – უპასუხეს მას სტუდენტებმა.

– და  თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებაც მან შექმნა,რადგან ბოროტებაც არსებობს ამქვეყნად. თუ ამ მჯელობიდან გამოვალთ, ისიც გამოდის, რომ ღმერთი ბოროტია – მიუგო მათ ღიმილით პროფესორმა.

კლასი სიჩუმემ მოიცვა, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა:

– პროფესორო, არსებობს,თუ არა სიცივე?

– ეს რა კითხვაა? რასაკვირველია, არსებობს. ნუთუ არასოდეს შეგციებია?

– არა, პროფესორო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივეს ვუწოდებთ, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-460 ფარენგეიტი) კი სითბოს აბსოლუტურ ნაკლებობას აღნიშნავს. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ განგვესაზღვრა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.

– პროფესორო,როგორ ფიქრობთ, არსებობს, თუ არა სიბნელე?

– ცხადია არსებობს.

– კიდევ ერთხელ ცდებით, პროფესორო, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე.  სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.

– და არსებობს, თუ არა ბოროტება?

– რაღა თქმა უნდა არსებობს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ.ფაქტია, რომ მსოფლიოში დანაშაული,ბოროტება და ძალადობაა გამეფებული .

– კიდევ ერთხელ ცდებით, პროფესორო . . . ბოროტება არ არსებობს და შესაბამისად, ღმერთსაც არ შეუქმნია იგი. ბოროტება სიბნელისა და სიცივის მაგალითს ჰგავს და ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღმერთის სიყვარულს  . . .

სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი.

თარგმანი: 4motivi.com, წყარო :http://www.religioustolerance.org/culeins.htm

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ასეთი კითხვა დაუსვა სტუდენტებს . – არსებობს, თუ არა ღმერთი ?  – რასაკვირველია არსებობს !- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა. და თუ არსებობს, მან ხომ  ყველაფერი შექმნა? – დიახ – უპასუხეს მას სტუდენტებმა. – და  თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებაც მან შექმნა,რადგან ბოროტებაც არსებობს ამქვეყნად. თუ ამ მჯელობიდან გამოვალთ, ისიც […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"