არასოდეს დანებდეთ, არასოდეს და არაფერში!

0

„ზოგჯერ ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ პრობლემებზე იმის ნაცვლად, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შესაძლებლობებს“ – წერს თავის წიგნში დონალდ ტრამპი.

ზოგჯერ ხდება  რაღაც გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სწყისი გეგმები. გაქვთ კი საკმარისი მოქნილობა რომ სირთულეებს თავი გაართვათ? მათ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, მათი წინასწარ  ამოცნობა და თავიდან არიდება შეუძლებელია. ამ ფაქტის განსამტკიცებლად დონალდ ტრამპს მაგალითი მოჰყავს თავისი ცხოვრებიდან.

„ისინი ვინც ხშირად გამკლავებიან სირთულეებს, ამბობენ, რომ მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ არც ერთი წუთით არ დაუკარავთ იმედი და მაინც ახერხებდნენ დაენახათ ნათელი მომავალი. ჩიხი ხშირად ახალი გზის დასაწყისად იქცევა.

მამაჩემი გვიამბობდა ხოლმე ერთ ამბავს, და მას სასაცილოდ თვლიდა, თუმცა მე არასოდეს მეცინებოდა. ჩემი აზრით, იგი ცდილობდა მივეხვედრებინეთ, რომ საჭიროა იყო შეუპოვარი. აი, ეს ამბავიც: ერთ ახალგაზრდას ძალიან უყვარდა სოდიანი წყალი. უბრალოდ, უყვარდა. ამან გადააწყვეტინა ბიზნესის  წამოწყება და შექმნა პროდუქტი სახელწოდებით 3– Up. მაგრამ დაიწვა. ხელახლა სცადა და გამოუშვა წყალი სახელად 4–Up. შედეგი იგივე იყო. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო და მორიგ პროდუქტს 5–Up უწოდა, რომელიც აგრეთვე ჩავარდა. ერთხელ კიდევ სცადა 6–Up–ით და ამასაც  კრახი მოჰყვა. და ამ  ახალგაზრდამ იმედი გადაიწურა, გადაწყვიტა, რომ სოდიანი წყლის ბიზნესისთვის თავი უნდა დენებებინა. ასე მთავრდებოდა მამას მოყოლილი ისტორია. არადა, როგორც ვიცი, სასმელი სახელწოდებით 7–Up მეტად წარმატებული გამოდგა და წარმოუდგენელი პოპულარობაც მოიპოვა. მამას ალბათ სწორედ ამის თქმა უნდოდა ჩვენთვის: „სოდიანი წყლის ახალგაზრდა“ დროზე ადრე დანებდა!“

კარგი იქნება თუ გავიხსენებთ უინსტონ ჩერჩილის რჩევას – „არასოდეს დანებდეთ. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს და არაფერში – არც მცირესა და არც დიდში, არც მთავარში და არც წვრილმანში არასოდეს დათმოთ ღირსებისა და საღი აზრის გაუთვალისწინებლად.“

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply