ფიქრები

“არავინ კარგავს იმას, რაც არ გააჩნია”

თუნდაც ღრმად გწამდეს, სამი ათას წელს ვიცოცხლებო და კიდევ ოცდაათი ათასს, სულ ერთია, მაშინაც კი უნდა გახსოვდეს, რომ არავინ არ კარგავს სხვა სიცოცხლეს, გარდა იმისა, რომლითაც ცოცხლობს და არავინ არ ცოცხლობს სხვა სიცოცხლით, რომელსაც კარგავს. ამიტომ ყველაზე უფრო დღეგრძელი სიცოცხლე არაფრით განსხვავდება ყველაზე უფრო ხანმოკლისაგან. მართლაც, აწმყო ხომ ერთია ყველასთვის, მაშასადამე,ერთია დანაკარგიც. წუთიერია ყველაფერი ამ სამყაროში. არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?!

მაშ ყოველთვის გახსოვდეს ორი ჭეშმარიტება: ჯერ ერთი დასაბამიდანვე ყველაფერი ერთი და იგივეა, ყველაფერი ერთი და იგივე – წრიული გზით მიმოიქცევა და ამიტომ სულ ერთია, რამდენხანს უჭვრეტ ამ ერთსა და იმავე სპექტაკლს – ასი, ორასი თუ უსასრულოდ მრავალი წლის განმავლობაში. მეორეც, უდღემოკლესი, ბოლოს და ბოლოს, იმასვე კარგავს, რასაც ყველაზე უფრო დღეგრძელი. აწმყო – აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ფლობ შენ, ხოლო არავინ კარგავს მას, რაც არ გააჩნია.

მარკუს ავრელიუსი “ფიქრები”

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

თუნდაც ღრმად გწამდეს, სამი ათას წელს ვიცოცხლებო და კიდევ ოცდაათი ათასს, სულ ერთია, მაშინაც კი უნდა გახსოვდეს, რომ არავინ არ კარგავს სხვა სიცოცხლეს, გარდა იმისა, რომლითაც ცოცხლობს და არავინ არ ცოცხლობს სხვა სიცოცხლით, რომელსაც კარგავს. ამიტომ ყველაზე უფრო დღეგრძელი სიცოცხლე არაფრით განსხვავდება ყველაზე უფრო ხანმოკლისაგან. მართლაც, აწმყო ხომ ერთია ყველასთვის, მაშასადამე,ერთია დანაკარგიც. წუთიერია ყველაფერი ამ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი