ამქვეყნად ყველაფერზე ძვირფასი ჩვენი შვილების სიცოცხლეა

      ეს ამბავი  რამდენიმე წლის  წინ  ჩემს უბანში მოხდა. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი,მაგრამ სადმე შეკრებილ უფროსებს    თუ  მოვკრავდი თვალს, ვიცოდი ისინი ისევ  იმ უშვილო წყვილზე საუბრობდნენ,რომლებიც ჩემი სახლის წინ ცხოვრობდნენ და   უკვე რამდენიმე წელი იყო, არ  უჩნდებოდათ  შვილი.   ისინი ლოცვაში  ატარებდნენ დღეებს,მკურნალობდნენ თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, იყვნენ  კეთილი და გულისხმიერი ადამიანები,ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს სასიხარულო ამბავი გაიგეს კიდეც, მალე მათი პატარა მოევლინებოდა ქვეყნიერებას.

      რა თქმა უნდა მათ  სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღე   ტაძარში  გაატარეს და  მადლობას წირავდნენ ღმერთს.შემდეგ  ეზოში ჩამოსხდნენ,მხრებით  ერთმანეთს მიეყრდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ფრინველები ჯარისკაცებივით  ჩამწკრივებულნი იყვნენ  ცაზე  და თბილი ქვეყნებიდან შინ ბრუნდებოდნენ. არყის და ნუშის ხეებს კი დაჰბერვოდათ  კვირტები   და ჩამდგარიყო ხეებში გაზაფხული.   საოცარი სურნელი იფრქვეოდა სამყაროში,რომელიც  ცხოვრებას ნამდვილ ზღაპრულ ელფერს აძლევდა.ცოლ-ქმარს კი ახლა ნამდვილად ჩასდგომოდა  თვალებში ბედნიერების სხივი. საღამოს,ნივმა რომ დაუბერა ისინი ხელჩაკიდული გაუდგნენ სახლისკენ მიმავალ გზას  და  საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოაწყობდნენ საბავშვო ოთახს.ფერადი იყო მათი ოცნებები.ფერადი და მშვენიერი.ქალს მხრებზე თეთრი „ჟაკეტი“ ჰქონდა მოხურული და  პაწაწინა იების კონა  ეჭირა ხელში.

    დილით  გათენდა თუ არა,  ჩვეულებისამებრ  დაუბრუნდნენ  ყოველდღიური ცხოვრებას. კვირა დღე იყო.კაცი ეზოში მუშაობდა.ქალი ჰამაკში ისვენებდა და ქმარს ტკბილად ესაუბრებოდა. მუხლებზე  გადაშლილი წიგნი ედო. საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობდა ეზოში.  წინა დღეებში ნალია დაშალა კაცმა და ახლა ძველ ხის ფიცრებს  ეზიდებოდა სახლის უკანა მხარეს. მოულოდნელად, საიდანღაც გამოძვრა შეშინებული უზარმაზარი ვირთხა,რომელმაც  ელენეს ფეხზე უკბინა და სოროში მიიმალა.ორსულმა ქალმა გონება დაკარგა, ქმარმა  ის მაშინათვე საავადმყოფოში წაიყვანა.

ექიმებმა პროფესიული ვალი მოიხადეს და წყვილს გამოუცხადეს,რომ პაციენტს აუცილებლად ცოფის ვაქცინაცია და   ტეტანუსის აცრა  უნდა  გაეკეთებინა.რომელიც სავარაუდოდ ბავშვის სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს,მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში,თუ დედა ვაქცინაციაზე უარს იტყოდა,  თავად დადგებოდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.  აცრის შემდეგ კი პატარა   თუ გადარჩებოდა, შესაძლებელი იყო რაიმე  თანდაყოლილი ნაკლით დაბადებულიყო.დედა არც დაფიქრდა,ცრემლიანი თვალებით ხელი მოიკიდა მუცელზე,რომელიც ჯერ არც კი ეტყობოდა და აჩქარებული ნაბიჯებით საავადმყოფოდან გაიქცა. მას არ შეეძლო საკუთარ სიცოცხლეზე ეფიქრა, ჩაეტარებინა ვაქცინაცია და  საკუთარი შვილისთვის მოესწრაფა სიცოცხლე.

    ცოლ-ქმარს რამდენიმე დღე  უჭირდა საუბრის დაწყება,მაგრამ ერთ დილით ცოლმა უთხრა ქმარს: „ძვირფასო, ჩვენ წლების მანძილზე არ გვიჩნდებოდა შვილი,ახლა  ღმერთის ძალით მე  მუცლით ჩვენს პატარას ვატარებ. ეს სასწაულია,ამიტომ  ვიცი ის  სრულიად ჯამრთელი დაიბადება. მინდა შენც  დაიჯერო,რომ ღმერთი არ მიგვატოვებს, მაგრამ თუ  ჩვენი პატარა დაიბადება რაიმე  ფიზიკური ნაკლით, ეს არ იქნება ჩვენთვის ტრაგედია,რადგან ჩვენ ის  ყოველთვის  გვეყვარება ისე, როგორც ახლა გვიყვარს,როცა ჯერ კიდევ არ ვიცნობთ მას.“

     ღმერთის იმედად გაილია  9 თვე. ქალს მშობიარობა,რომ დაეწყო მეუღლეს თხოვა მამა გაბრიელის ხატი მიეტანა მისთვის.ქმარი ასეც მოიქცა.რამდენიმე საათის შემდეგ კი ქვეყნიერებას მოევლინა პატარა გოგონა.ულამაზესი ლურჯი თვალებით,ვარდისფერი ლოყებით და ანგელოზის ღიმილით სახეზე.  რაც მთავარია პატარა აბსოლიტურად ჯამრთელი იყო.

დედა არის შეუპოვარი და ის ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. ზოგჯერ დედის გული უფრო მრავლისმეტყველია ვიდრე თანამედროვე მედიცინა და მათი წინასწარი  პროგნოზები.როცა საქმე შვილებს ეხებათ დედები ივიწყებენ სტერეოტიპებს,საზოგადოებრივ აზრს და მზად არიან გაზარდონ და  შეიყვაროს საკუთარი შვილები, თუნდაც   ფიზიკური ნაკლით დაიბადოს მათი პატარა. დედა ნამდვილი ამქვეყნიური ანგელოზია. ამიტომ ამ  ისტორიის საშუალებით   მაგალითის მიცემა არ ჭირდებათ დედებს,  რომ  გადამწყვეტ წუთებში    ასე მოიქცნენ.რადგან დედები   ყოველთვის იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და  გმირულად იქცევიან.მაგრამ  სამწუხაროდ  არსებობენ ისეთი დედებიც,რომლებიც  უარს ამბობენ საკუთარ შვილებზე.ვფიქრობ ეს ისტორია მათ თვალზე ცრემლს მოჰგვრით. ამიტომ ისინი ჩაიხედავენ საკუთარ გულში და მიხვდებიან,რომ    ამქვეყნად ყველაფერზე ძვირფასი ჩვენი შვილების სიცოცხლეა.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

      ეს ამბავი  რამდენიმე წლის  წინ  ჩემს უბანში მოხდა. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი,მაგრამ სადმე შეკრებილ უფროსებს    თუ  მოვკრავდი თვალს, ვიცოდი ისინი ისევ  იმ უშვილო წყვილზე საუბრობდნენ,რომლებიც ჩემი სახლის წინ ცხოვრობდნენ და   უკვე რამდენიმე წელი იყო, არ  უჩნდებოდათ  შვილი.   ისინი ლოცვაში  ატარებდნენ დღეებს,მკურნალობდნენ თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, იყვნენ  კეთილი და გულისხმიერი ადამიანები,ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

დადუნა ნადარაია
მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.