ამინდის ზუსტი პროგნოზი, ონლაინ ტელევიზია და ვალუტის კურსი ერთ ვებგვერდზე _ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა AMINDI.TV გამოჩნდა

ამინდის ზუსტი პროგნოზი, ტელევიზია შეფერხების გარეშე ,  დღევანდელი ვალუტის კურსი _  ეს იმ რესურსთა არასრული ჩამონათვალია, რასაც ახალი ქართული პლატფორმა amindi.tv მომხმარებელს სთავაზობს.  ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტსივრცეში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს აერთიანებს,  სულ რაღაც 1 თვის წინ შეიქმნა და ვიზიტორთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად  უკვე მზადაა.

დღევანდელი ამინდის პროგნოზის გარდა აქ შეგიძლიათ, გაიგოთ ამინდი საათობრივად, რაც დიდი სამსახურია მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას უახლოეს საათებში აპირებს. ასევე, პლატფორმა გაძლევთ საშუალებას LIVE-ში უყუროთ ისეთ ტელეარხებს, როგორებიცაა: მთავარი არხი, ფორმულა, იმედი და სხვა.

საიტის დამფუძნებელი დავით ნიკაჭაძე  იმ გამოწვევებსა და მიზნებზე საუბრობს, რამაც ამ ტიპის პლატფორმის  შექმნა გადააწყვეტინა:

– დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთი საიტია, სადაც შეგიძლია გაიგო ამინდის პროგნოზი, უყურო ტელეგადაცემებს, გაეცნო დღევანდელ ვალუტის კურსს,  მაგრამ არის სივრცე, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს? არა. ჩვენი მიზანი მოქნილი, უნივერსალური საიტის შექმნა გახდა, რომელიც ნებისმიერი კატეგორიისა თუ ინტერესების ადამიანს მოიზიდავდა და უმოკლეს დროში მისცემდა მისთვის საჭირო ინფორმაციას. ამ იდეით შეიქმნა AMINDI.TV

– იმ სხვა საიტებთან შედარებით, რომელთაც თქვენი ვებგვერდი თემატურად აერთიანებს, რა უპირატესობა აქვს amindi.tv-ს?

-სინამდვილეში, ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ესაა _ ინტერნეტსივრცეში ყველაზე მოთხოვნადი რესურსების გაერთაინება მომხმარებელს დროის დაზოგვაში დაეხმარება და მეტ კომფორტს შეუქმნის. ამასთან, ჩვენი პლატფორმა მოქნილი და დახვეწილია. გვაქვს მობილური ვერსია, რომელიც იძლევა საშუალებს უყურო ტელევიზიას გაჭედვის გარეშე, სწრაფად გაიგო, როგორი ამინდი იქნება დღეს, ხვალ ან დროის რომელიმე შუალედში და თვალ-ყური ადევნო ვალუტის კურსის ცვლილებას.

– როგორც აღნიშნეთ, არაერთი ვებგვერდია, სადაც ამინდის პროგნოზის გაგება შეგვიძლია. რატომ უნდა გენდოთ თქვენ?

– ჩვენი კრედოა სანდო ამინდის პროგნოზი. ინფორმაციას უცხოური პლატფორმიდან ვყიდულობთ,  შემდეგ მომხმარებელს ქართულ ვერსიას ვთავაზობთ. ნდობისთვის კი უბრალოდ ნახეთ ამინდი amindi.tv-ზე , შემდეგ კი ახედეთ ცას. საიტზე გვაქვს 5 დღის  ამინდის პროგნოზი საათობრივად, რაც არცერთ სხვა საიტს არ აქვს.

– რომელი ტელეარხების ყურებაა შესაძლებელი AMINDI.TV-ზე?

 -მთავარი არხი, ფორმულა, რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, TV პირველი, სილკუნივერსალი _  ჯერ მხოლოდ რამდენიმე არხია, რომელიც LIVE-ს გაჭედვის გარეშე  შემოგთავაზებთ. მომხმარებლის ზრდასთან ერთად სხვადასხვა  ფუნქციების დამატებასაც ვაპირებთ. მაგალითად, დაემატება გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები.

– რაზე დაყრდნობით აწვდით მომხმარებლებს ვალუტის კურსს? ვალუტის კურსი ჯიხურებში თუ ვალუტის კურსი ბანკებში?

– არა, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები ლართან მიმართებაში.

– გარდა ამ სამი მიმართულებისა საიტი სხვა რესურსებსაც გვთავაზობს…

– AMINDI.TV-ზე შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს ONLINE. რადიო სადგურები საქართველოში ნელ-ნელა ნაკლებ პოპულარული ხდება, თუმცა ავტომობილით მგზავრობისას, პიკი საათებში, ის ინფორმაციის მიღების ყველაზე კომფორტული გზაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, საიტზე ჩაგვეშენებინა, ისეთი რადიოარხები, როგორებიცაა: ავტო რადიო, რადიო დარდიმანდი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო თბილისი და სხვა.

ასევე, პლატფორმაზე გვაქვს სივრცე ფრენების განსათავსებლად. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ფრენები სრულყოფილად, თუმცა როგორც კი ეს მოხდება, ჩვენს მომხმარებლებს დაგეგმილი ფრენების ნახვა სწრაფად და დროულად შეეძლებათ.

კომენტარები

4motivi.com
სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი