ადამიანობა- ღრმა სულიერებაშია

0

ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი სიბრძნით,როგორც ყველა, ცხოვრობდა ისიც საკუთარი შეხედულებების სკივრით, რომელითაც აყალიბდა საკუთარ თავს. გათოვდა… ღამის სიწყნარე და ბინდი ენით უთქმელ იდუმალ ნახატს ქმნიდა.. ის მომენტია, როდესაც სულის სიღრმეში გრძნობ უცნაურ სიხარულს, სევდანარევ სიხარულს… საკუთარ სულში მღელვარების ძალა იმატებს, თითქოს რაღაც გინდა.. გინდა,ძალიან, მაგრამ რაღაც გისერავს გულს, ისეთივე სიძლიერით, როგორც ეს მოვარდნილი სურვული… დიდი ძალისხმევით შეწყვიტა ერთმანეთთან მებრძოლი ფიქრები, მხოლოდ რაღაც ხმას დაუგდო ყური და მიყვა ისიც, რადგან გრძნობდა მის მიმართ ნდობის ძალას. იცვამდა გაკვირვებული.. გრძნობდა გულის ძგერას. გარეთ გავიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა გულზე მოეშვა.. თოვლი ხელებით აიღო, სახეზე წაისვა და თვალებდახუჭული რაღაცას გრძნობდა… უცებ სიხარული მოემატა,რომელიც თანდათან აღწევდა ამ განცდის ზენიტს.

როგორ შეიცვალა, რას აკეთებდა რომ იცოდეთ, ხტუნაობა დაიწყო თოვლში, ყვირილით, სიცილით… რა თქმა უნდა ამ დროს გარეთ არავინ იყო,მხოლოდ დაბურული სინათლე ჩანდა შორს მდგარი ნათურით… ახლომახლოს პარკი უპოვია და ამ პარკით სრიალებდა თოვლში… ,,გულით მიხაროდა, ძალდაუტანებელი, ისეთი რომ გრძნობ შენია, ასეთი სიხარული იყო ეს… სიცილიც შემეცვალა ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც სხვა ხმაზე ვიცინოდი.” გული იჯერა თოვლში თამაშით და შეჩერდა… ნელ-ნელა გული დაუმშვიდდა და სუნთქვაც ნორმაში იყო… ,,ვგრძნობ რომ დამთავრდა.”- ამბობდა ის.. სიხარულისგან მოტანილი განცდები და ემოცია თანდათან ნელდებოდა.. გული ტირილს სთხოვდა, ჯერ გულით ტიროდა მერე კი ცრემლებიც გამოჩნდნენ… ოხ როგორ ტიროდა, მთელი სულით და გულით! მთელი თავისი არსებით!.. სიამოვნებას გვრიდა და უფრო და უფრო ტიროდა…

,ღმერთო ჩემო!” – გულიდან ამოიძახა. ,,განმწმიდე, მე ცოდვილი”… გაახსენდა ბავშვობა, საკუთარი თავი.. ,,რა წმინდა ვიყავი მაშინ და რა სუფთა”,- თქვა მან დაღლილი გულით. ,,რამ დამთრგუნა და დამმალა სულის ისეთ კუნჭულში, სადაც ვგრძნობ, დიდი ხანია შევდგი ფეხი, მაგრამ გული არ მეტევა… მინდა ისევ მიყვარდეს! ისევ მიხაროდეს! ისევ ის წმინდა არსება ვიყო, როდესაც ეს ცხოვრება ბედნიერების სახლად მიმაჩნდა… რატომ ვერ ვიბრუნებ ისევ იმ განცდას, ისევ იმ წრფელ სიხარულს … რად მიჭირს ასე, განა ჩემზე არაა დამოკიდევული?!” არა, არ არის.. ადამიანი რაც უფრო იზრდება ცხოვრება მას მრავალფეროვან ფილმებს აჩვენებს, სადაც ნამდვილი მსახიობი თვითონაა. ,,შენც ხომ ბავშვი იყავი და ახლაც ბავშვი ხარ გაზრდილი.. შეიცოდე შენი თავი. ცხოვრებამ გაგხადა ასეთი.. მაგრამ შენ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო! ნუ მოექცევი ცხოვრების მმართველ გალიაში! შენ თვითონ, გაუძეხი გზას! შენ ვერ ებრძვი საერთო ადამიანურ ბუნებას.. ნუ დაითრგუნები მღვრიე სულის გამო…იგი აუცილებლად დაწმინდავდება და ისევ ისეთი იქნები…”

ეს ადამიანი, ზნეობრიობაზე მაღლა, საკუთარ გამოთლილ,შექმნილ ფილოსოფიას აყენებდა.. ეს მოქმედება მას ამაღლებდა ხალხის თვალში და უდიდეს ”პატივისცემას” იღებდა მათგან. მაგრამ მან ხომ საკუთარი ”გული დაფლითა!” არ არსებობს ადამიანი ზნეობრივი კანონის გარეშე! როგორ მტკიცედაც არ უნდა მართავდე საკუთარ თავს, ქცევებს, ვიდრე ადამიანი იარსებებს, ჩვენს სულში მუდამ ისახლებს იდუმალი ხმა… ეს ხმა ამბობს ყველაფერს,ამჟღავნებს და ვპოულობთ სიღრმეში ჩაფლულ საწინდარს ყოველგვარი ფიქრის თუ ქცევის…

,,უფალო, განმწმინდე მე ცოდვილი”… თქვა ეს და თითქოს გულის მთელი ნადები გაუქრა… ღრმად ჩაისუნთქა, სახლში შევიდა,დაწვა ემოციურად დაღლილი და ღრმად დაეძინა. დაძინებამდე ფიქრობდა,რომ გათენდებოდა მაშინვე ძალიან მაგრად თავის მშობლებს და და-ძმებს ჩაეხუტებოდა და მათთვის ილოცებდა… ამ ფიქრმა დიდი სიხარული მოუტანა, რამაც გააკვირვა. იგი მიხვდა, რომ ეს სიხარული გაგრძელება იყო იმ მადლისა, რასაც ღვთის ხმისგან დასაწყისშივე გრძნობდა…

გათენებისას ასეც მოიქცა…

კომენტარები

Leave A Reply