სიცოცხლის არსი

აბრეშუმის ჭია – იდუმალია არსი სიცოცხლისა

წარმოვიდგინოთ აბრეშუმის. ის ცხოვრების უმეტეს ნაწილს მიწაზე ატარებს. ჩიტებს რომ შეჰყურებს, წყევლის თავის გამჩენს, უკმაყოფილოა, რატომ გააჩინა განგებამ ასე მახინჯი. მე – ყველაზე ამაზრზენი არსება ვარ,- ფიქრობს იგი, – ყველა ზიზღით მიყურებს,განწირული ვარ, სულ მიწაზე დავღოღავო.

გავა ხანი და ბუნება მისგან მოითხოვს ირგვლივ პარკი შემოიქსოვოს. ადრე არასოდეს გაუკეთებია ეს, ეჩვენება, თითქოს აკლდამაში წვება და ემშვიდობება სიცოცხლეს. მართალია, ადრეც უკმაყოფილო იყო თავისი ბედით, მაგრამ მაინც შესჩივის განგებას: ძლივს შევეგუე ჩემს ხვედრს, რომ შენ იმ მცირედსაც მართმევ, რაც უზენაესმა განმიწესაო და იმედგაცრუებული პარკში იკეტება. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ჭრელ, ლამაზ პეპლად გადაიქცევა. ახლა უკვე ჰაერში დაფარფატებს და ყველა მოხიბლულია მისით, თვითონაც აღფრთოვანებულია, რომ ასე ბრძნულად განაწესა შემოქმედმა თავისი ჩანაფიქრი. რა ღრმა და იდუმალია არსი სიცოცხლისა!

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

წარმოვიდგინოთ აბრეშუმის. ის ცხოვრების უმეტეს ნაწილს მიწაზე ატარებს. ჩიტებს რომ შეჰყურებს, წყევლის თავის გამჩენს, უკმაყოფილოა, რატომ გააჩინა განგებამ ასე მახინჯი. მე – ყველაზე ამაზრზენი არსება ვარ,- ფიქრობს იგი, – ყველა ზიზღით მიყურებს,განწირული ვარ, სულ მიწაზე დავღოღავო. გავა ხანი და ბუნება მისგან მოითხოვს ირგვლივ პარკი შემოიქსოვოს. ადრე არასოდეს გაუკეთებია ეს, ეჩვენება, თითქოს აკლდამაში წვება და ემშვიდობება […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი