ვანო ნადირაძე – #წარმატებაარის

0

ვანო ნადირაძე – “მართვის აკადემიის” პარტნიორი და ტრენერი

წარმატება ბედნიერად ყოფნას ნიშნავს. ბედნიერების შეგრძნება კი ზოგჯერ გაცილებით მოზღვავებულად აქვს ადამიანს, ზოგჯერ შედარებით ნაკლებად. მნიშვნელობა არ აქვს სამსახურთან, ოჯახსა თუ ჰობთან მიმართებაში, რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით მეტია წარმატებაც!
როდის ვგრძნობ წარმატებას? მაშინ, როცა ფეხბურთს ვთამაშობ და გოლი გამაქვს, როცა ძალიან მაგარ ტრენინგს ვატარებ და ბოლომდე ვიხარჯები. ასეთ დროს სიამოვნება დიდია და სწორედ ამით ასოცირდება წარმატება სიხარულის ემოციასთან.
ბედნიერებისა და წარმატების კავშირი უფრო კარგად ბავშვობაში ჩანს. მეშვიდე კლასში, როდესაც კომაროვის სკოლაში გადავედი, მასწავლებელმა პირველივე დღეს სამასი მაგალითი მოგვცა დავალებად. ეს დასაწყისი ჩემთვის ნამდვილად სტრესული აღმოჩნდა, ღამის ოთხ საათამდე ვიჯექი და ვმეცადინეობდი ხოლმე. წლის ბოლოს კი პედაგოგისგან შექება დავიმსახურე, რამაც ჩემში ბედნიერება გამოიწვია. მე ხომ ახალ, რთულ გარემოში წინააღმდეგობები გადავლახე და თავი კარგად ვიგრძენი. აი, სწორედ ეს არის წარმატება. პირად ცხოვრებაში ეს შეგრძნება მაშინ მქონდა, როცა ჩემი პირველი შვილი დაიბადა. თითქოს, რაღაც ახალი ნაბიჯი გადაიდგა.
10 წლის წინ ერთი დიდი მოტივი მქონდა, ამეღო კონკრეტული სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელი იყო ჩემთვის. ვიცოდი, ამას ერთი-ორი თვე მეცადინეობა მაინც სჭირდებოდა. მე ეს დრო არ მქონდა და სამ კვირაში მოვემზადე. გავედი გამოცდაზე და სერტიფიკატი ავიღე. გამოცდიდან გამოსულმა წარმატება ვიგრძენი.
წარმატება ერთი კონკრეტული მომენტია, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ ერთ წამს გრძელდება. ამ ერთი წამში ჩატეული გრძნობისთვის კი, ზოგჯერ შეიძლება წლები დაგვჭირდეს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply