ტრენინგი – ციფრული მარკეტინგი

0
  • ტრენინგი
  • თბილისი

ვებსაიტი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი

მომავალი იწყება აქ!

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
ტრენინგი – ციფრული მარკეტინგი

ეს ტრენინგი თქვენვისაა თუ:

** ხართ კომპანიის მენეჯერი ან მფლობელი და გსურთ შეძლოთ ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის სწორად განსაზღვრა;
** დასაქმებული ხართ და მუშაობთ ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგზე;
** გსურთ საკუთარი კარიერის განვითარება ციფრული კომუნიკაციის, მარკეტინგის და რეკლამის მიმართულებით;
** ხართ დამწყები მარკეტერი და გსურთ ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება ციფრულ კომუნიკაციაში.

რას შეისწავლიან მონაწილეები:

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ციფრული კომუნიკაციის, სოციალური მედიის და ინტერნეტის კულტურისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ასპექტებს. კურსი ტრენინგის მონაწილეებს მისცემს ადამიანთა ინტერნეტში ქცევის საბაზისო ცოდნას, გაუღრმავებს მათ ციფრული კომუნიკაციის უნარებს და დაეხმარება საკუთარი პროექტებისა თუ ინიციატივების ინტერნეტის დახმარებით ეფექტიან გავრცელებაში.

კურსის შედეგად ტრენინგის მონაწილეები:

** შეძლებენ თავად დაგეგმონ ციფრული კომუნიკაციის კამპანია, განახორციელოს ის, გამოიყენონ სხვადასხვა ხერხები და პლატფორმები და საბოლოოდ შეაფასონ მიღწეული შედეგები;
** მიიღებენ ინფორმაციას ციფრული კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების შესახებ, და გაიგებენ, თუ რა მსგავსებები და განსხვავებებია სოციალურ მედიის კუთხით საქართველოსა და მსოფლიოში;
** გაიგებენ თუ როგორ დაგეგმონ სტრატეგიული ციფრული კომუნიკაციის კამპანია, როგორც განახორციელონ ის და გაუწიონ მონიტორინგი.

ტრენინგის უპირატესობა: ტრენინგს ატარებს საქართველოს ბანკის ციფრული კომუნიკაციების დირექტორი.

ტრენიგნი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად ტრენინგი სრულად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მონაწილეები იმუშავებენ როგორც ჯგუფში ასევე ინდივიდუალურად. პრაქტიკოსი ტრენერი კი უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებს გააცნოს ციფრული კომუნიკაციის რეალური, წარმატებული, პრაქტიკული მაგალითები რომელიც განხორციელდა საქართველოში და საზღვარგარეთ.

ამასთან, მონაწილეები კურსის ბოლოს მოამზადებენ საბოლოო, პროექტს, რომლის ფარგლებშიც, სრულად დაგეგმავენ ციფრულ კომუნიკაციასა და რეკლამას, რაც საშუალებას მისცემს დამატებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და ტრენინგის ეფექტურობა.

ტრენინგთან დაკავშირებული სხვა დეტალები:

** ტრენინგის ჩატარების ადგილი – საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი (ადამ მიცკევიჩის #29)
** ტრენინგი გაიმართება – სამშაბათს და ხუთშაბათს 19:30-22:00
** 30 ოქტომბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში
** ტრენინგის ხანგრძლივობა – 30 საათი
** შეხვედრების რაოდენობა – 12
** სერტიფიკატის გაცემა – საბოლოო პროექტის მიხედვით

ტრენერი – მირიან ჯუღელი: ტრენინგის ღირებულება – 750 ლარი (თანხის ნახევარი მონაწილეებმა უნდა გადაიხადონ ტრენინგის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა მის დასრულებამდე)

ტრენერის შესახებ:

მირიან ჯუღელი არის კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც კერძო კომპანიებში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამჟამად ის არის საქართველოს ბანკის ციფრული კომუნიკაციების დირექტორი, სადაც ამავე დეპარტამენტის გუნდთან ერთად მუდმივად იქმნება სხვადასხვა ციფრული კამპანიები.

მირიანი მუდმივად ატარებს ტრენინგებსა თუ ლექციებს სტუდენტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 23 ოქტომბერი.

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მეილზე training@bog.edu.ge ან დარეგისტრირდით ბმულზე

საკონტაქტო პირი: ბექა დალაქიშვილი bdalakishvili@bog.edu.ge ტელ: 2 444 86

განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1yFw8ZrLPd9PzcQyoZ0HyrFEmBd_50Ii3Na6kg4uj5q4/viewform?edit_requested=true →

გაზიარება: