Connect with us
ლონდონის ხიდი

მოტივაცია

The bridge of London – გზა ევროპისკენ

ადამიანის სწრაფვა აუხდენელი ოცნებისკენ არის გარდაუვალი. დრო ცვლის გარემოებებს,თუმცა დროს ვერაფერი ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ დრო ადამიანის აზროვნებას ბლოკავს, ის ყოველთვის გაძლევს შანსს გახვიდე ჩარჩოებიდან, დააპაუზო დეგრადირებული გონება და თავისუფალი აზროვნება ფართო გზით მიმართო .

ჩნდება კითხვა “ჯანსაღი კრიტიკა თუ ბლოკირებული აზროვნება? აზროვნების თავისუფლების გამოვლინება თუ დოგმების ტყვეობაში დეგრადირებული სიტყვების სააშკარაოზე გამოტანა? ეს კითხვები იმ ადამიანების მიმართ მიჩნდება, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ეძებენ ლაქას, თუნდაც უფერულს, რათა საკუთარ კომპლექს გადააბიჯონ.

როგორი მიმზიდველია ლონდონის ხიდი, რაოდენ დიდია ადამინის სწრაფვა თავისუფლებისკენ. მეგობრებო, ამის მიუხედავად განუვითარებელ აზრებს მისცემიათ ფართო გზა სხვათა დაჯაბნისთვის. ლონდონის ხიდისკენ მიმავალი გზა არ გადის ერთმანეთის ცხოვრების ქილიკზე. ის საზოგადოება, არ იმსახურებს თავისუფლებას, რომელიც სხვის თავისუფლებას ზღუდავს. “Freedom” არ არის ადამიანობა, მაგრამ სწორედაც ადამიანობაა თავისუფლება.

გონებრივი განვითარება, ნაცვლად ეგოიზმისა, საკუთარი ცხოვრების მოწყობა ნაცვალად სხვის ცხოვრებაში ქექვისა, საკუთარ თავში ბედნიერების პოვნა, ნაცვლად სხვისი ბედნიერების დანგრევისა, ღიმილიანი სახე, ნაცვლად ბოღმიანი სახეებისა, სულის სიმშვიდე,ნაცვლად შურისძიებისა – ეს არის კეთილი მოწოდება ადამიანებისთვის – “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.”

ჩარლი ჩაპლინი ამბობს : “მე ანგელოზი არ ვყოფილვარ,მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ” მე ვცდილობ ვიყო ადამიანი, ეცადეთ თქვენც! ეს არის სულის ზეიმი, გონებრივი მზადყოფნა და ევროპის გზის სრული დამსახურება. იმ გზის,რომელსაც ჩვენი მომავალი ითხოვს და რომელიც ყოველ თქვენთაგანს სწყურია.

გაზიარება:
Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: მოტივაცია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ