ადამიანი სადაც იბადება და იზრდება, იქვე რჩება, დედაზე ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო პალოს. და თუ ვშორდებით – ვაგრძელებთ ბაწარს, მაგრამ რამდენად შორს ვიწყებთ წანწალს, იმდენს ვეხვევით ათრეულ თოკში და თავის არ გვწამს. ასე არა ქნა რომაელმა ცინცინატუსმა (ქრისტეს შობამდე ხუთას წლის წინათ). პატრიციუსმა,ტრადიციულად, ზნეობით და თავმდაბლობით გამორჩეულმა, კონსული გახლდათ (დღევანდელი პრეზიდენტის ტოლი და ფარდი). ხმალშემართული ებრძოდა ვოლსკებს და მუსრს ...