იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ რა შენ ეს, გერასიმე – ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ...

– ჩემი და შენი წინაპრები ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს? – რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი ...

“იმ ჭრელ ქვეყანას ერთი გაუმაძღარი, მდიდარი, ბოროტი მეფე განაგებდა. გადახედავდა თავის ავლა-დიდებას და ვეზირებს უბრძანებდა: – აბა, წადით, წამოდით და ქონება მომიტანეთო. ვეზირებიც ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ დაძრწოდნენ და საცა რაიმეს მოიხელთებდნენ, ტომარაში თავს უკრავდნენ ხოლმე. მეფე ჯერ ხარბად გადახედავდა შემურულ ქვაბებს, ...

„არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთწოდებული პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი – მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი – შემართებული, გამოცდილი, და ყოვლისშემძლე ამამაღლებელი გესმით ?ოო, რა სიამოვნებით გამოვამწყვდევდი ...

“…როცა სიჩუმეში ნაპირს მომწყდარი ტალღა წკარუნით იმსხვრევა ქვებზე და მერე შიშინით, უხალისოდ დაიხევს უკან, სილაზე კი თეთრი ქაფი ტალღას ჩაბღაუჭებული თითებივით რჩება და როცა გრიშასავით შეეჭვდები, სინამდვილეა თუ არა, რომ ახლა სილიან ნაპირზე ზიხარ, უკან გადახრილი და ხელისგულებზე დაბჯენილი, მკერდზე ...

„უპირველეს ყოვლისა, კაცს არ შეშვენის ბევრი ლაპარაკი. მისი სიტყვა მოკლე უნდა იყოს, მაგრამ ქვასავით მაგარი და დამაჯერებელი.. ქალთან ბევრი თუ ილაპარაკე წასულია შენი საქმე. თავი ამაყად უნდა დაიჭირო. უნდა თქვა მხოლოდ : ხო, არა, შესაძლებელია. ათასი სიჭკვიანისა და სისულელის გაფიქრება ...

„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, -ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება – თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? – გომბეშოზე. თურმე ...

სოფლის განაპირას, კოშკში, სამოსელი პირველი ინახებოდა. მამა ადიოდა ჩირაღდნით ხელში, ციცაბო კიბეზე, ნესტიან სქელ კედლებს შორის მიაბიჯებდა. მიდიოდა მძიმე ურდულით დახშულ კარებთან და თითების მსუბუქად შეხებისთანავე ამაზრზენად გაიჭრიალებდა კარი.მრგვალი ოთახის შუაგულში მკრთალად აბჟუტებულ სამოსელს ზღურბლიდანვე დაფიქრებული შეაცქერდებოდა.ხის დაბალ ტახტზე უძვირფასესი ...

„…ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერს სჯობს. მთავარია, ჯერ მაგიდასთან დაჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი – გაშლა. წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება, მერე თანდათან მივაწვდით… აბა, კლიმ, ჰო, სამ მუშკეტერს, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ...

1. დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას.. 2. სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ ...