სად გადის ზღვარი ბედნიერებასა და კმაყოფილებას შორის?

0

შეიძლება მიღწეული მიზნით გახდე კმაყოფილი და არა ბედნიერი. მაშინ სად გადის ზღვარი ბედნიერებასა და კმაყოფილებას შორის?

პირადად მე, ცხოვრებაში ხშირად მქონია შემთხვევა, როცა დასახული მიზნისკენ ისე თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, უკან მიხედვის დრო კი არა, ირგვლივ არსებული სილამაზის და ბედნიერების შემჩნევასაც ვერ ვასწრებდი. გავრბოდი ისე, როგორც წკეპლაგადაკრული ცხენი გარბის და გული ამოვარდნაზე აქვს. ასე გრძელდებოდა წლები… სულ გავრბოდი, წინ, აი იქ, სადაც ბედნიერება ‘’მელოდებობა’’ ლამაზად შეფუთული. თითქოს რაღაც სასაჩუქრე ყუთი. აი, მაგ საჩუქრამდე მივაღწევდი, გავხდსნიდი და უცებ გავხდებოდი სამუდამოდ ბედნიერი…

თავქუდმოგლეჯილი და მუდამ პირველობისკენ სირბილმა დრო აღარ დამიტოვა შემემჩმია ყოველდღიური სასწაულები, ბედნიერებები, მზის ამოსვლა, გაზაფხული, ზაფხული ან წინა სააახალწლო საზეიმო განწყობა. მე არასოდეს მქოდა დრო დავმტკბარიყავი და მადლიერი ვყოფილიყავი იმით, რაც მქონდა და მეზრუნა იმაზე, რისი ფლობაც თურმე უკვე ნამდვილი ბედნიერება იყო. პირველ რიგში, დავშორდი საკუთარ »მე»-ს და დამავიწყდა მასზე ზრუნვა, მხოლოდ იმიტომ რომ დრო არ მქონდა ამის. რატომ? მე გავრბოდი წინ, პირველობისკენ! დამავიწყდა რა იყო ნამდვილი ბედნიერება – საყვარელი ადამიანი, საიმედო მეგობრები, ჭკვიანი და წარმატებული თანამოაზრეთა გუნდი, საყვარელი საქმე, დამავიწყდა მეზრუნა ჯანმრთელობაზე და დღითიდღე მავიწყდებოდა რა იყო პოზიტივი და სახეზე გულწრფელი ღიმილი. არადა, ეს ყველაფერი ხომ ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, მაგრამ მე, ამის შესამჩნევად არ მეცალა. ბედნიერებას ვეძებდი, მისკენ გავრბოდი და ვმოქმედებდი ისე რომ ამ მიზანს მიმეღწია, დანიშნულების ადგილზე მივსულიყავი და აი, მერე გავხდარიყავი ბედნიერი…

შეუპოვრობა, მიზანსწარფულობა და ბრძოლისუნარიანობად ვთვლიდი ჩემ საქციელს, მაგრამ ერთი მარტივი და ამასთანავე საკვანძოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვი. დამავიწყდა ვყოფილიყავი მადლიერი იმის გამო, რაც მქონდა, ვინც გვერდით მყავდა და რაც იმ მომენტში ჩემს ცხოვრებაში კარგი ხდებოდა.

სამწუხაროდ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი გარანტირებულად ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა და მოვდუნდი. დავივიწყე, რომ ბედნიერება ან წარმატება არ არის დანიშულების ადგილი, ეს გზაა. ცხოვრების გზა. უნდა იცხოვრო აქ და ამ მომენტში, თვალები კარგად გაახილო, დაინახო, იგრძნო და დააფასო რამდენი სასწაულია შენს გარშემო. მშვენიერი დილა, სარკმელში შემოსული მზის სხივები, ფინჯანი ყავა, ოჯახი, საყვრელი ადამიანი, საყვარელი საქმე და ყოველი გათენებული დღე.

მე ეს გამოვიარე და მხოლოდ ამის მერე მივხდვი, რომ თურმე, რომ გადარჩე გულის თვალით უნდა შეხედო საკუთარ ცხოვრებას და მანამდე ”მიაწვე” შენს თავს სანამ, გული სიხარულით, პოზიტივით და ბედნიერებით არ აგევსება.

არავინ იცის ხვალ რა სიურპრის გვიმზადებს ცხოვრება, ამიტომ მეტად შევიყვაროთ, მეტად დავაფასოთ რაც გვაქვს, გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, გავხდეთ რაღაცით უკეთესი წინა დღესთან შედარებით. ხელი უნდა ჩავსჭიდოთ მაგრად ყველას და არ დავუშვათ იმ ადამიანების დაკარგვა, ვინც ცხოვრებამ გაპოვნინა. ვიცხოვროთ ღირსეულად, ვიცოდეთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რატომ. გვჯეროდეს საკუთარი თავის, გავერკვიოთ ჩვენს ფასეულობებში, გავაცნობიეროთ რა გვინდა ამ ცხოვრებისგან და უკვე ბედნიერებმა ვეძებოთ გზები ჩვენი ოცნებების ასასრულებლად.

და რაც მთავარია, ნურასოდეს დაივიწყებთ, იყოთ ბედნიერი დღეს, იყოთ მადლიერი ახლა და ის, რისკენაც გული გიხმობთ, წახვიდეთ უკვე მადლიერებით და სიყვარულით სავსე, რადგან ცხოვრება არაა დანიშნულების ადგილი, ეს არის გზა, ყველაზე საინტერესო თავგადასავლებით სავსე.

გაზიარება:

მე ვარ სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. ჩემი მიზანია, გავუზარდო ადამიანებს მოტივაცია და შთავაგონო იმოქმედონ. გაჰყვნენ ოცნებებს და ირწმუნონ, რომ თუ შეძლეს სხვებმა, შეძლებენ ისინიც.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply