სტარტაპი, რომელიც რესტორნებს „იმერული მასპინძლობის“ ეშხს სძენს

0

დღემდე ამოუცნობ საიდუმლოებათა კატეგორიას განეკუთვნება ის, თუ როგორ ახერხებს იმერელი მასპინძელი სტუმრის მოსვლიდან არანორმალურად მოკლე დროში სახელდახელო ხაჭაპურების გამოცხობას.

სტუმრის მოსვლის სიხარული იმდენად დიდია, იმდენად დიდია სურვილი ასიამოვნოს, გაახაროს, აღაფრთოვანოს, იმდენად შედის მის ფენიმენალურ ველში, რომ არაცნობიერი ჯერ არ მოსულ სტუმართან რაპორტს ამყარებს, ინტუიტურად გრძნობს მის მოსვლას და სამზადისსაც ნაადრევად იწყებს. ალბათ ასე ახსნიდა ცნობილი ფსიქოლოგი მილტონ ერიქსონი ამ ამბავს იმერული სტუმარმასპინძლობა რომ ენახა. მართლა ფლობენ თუ არა იმერელი მასპინძლები ფსიქოლოგიურ ტექნიკებს, ამას გადამწვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ისაა, რომ არაცნობიერი რაპორტის იმედად ყოფნა აღარ გვიწევს. მათ ვისაც გვსურს გემრიელად სავახშმოდ მისულებს ადგილები და გამზადებული შეკვეთა დაგვხდეს რესტორანსა თუ კაფეში, გვაქვს შესაძლებლობა reserved.ge-თ ვისარგებლოთ.

reserved.ge გვაძლებს საშუალებას წინასწარ რესტორანში მისვლამდე დაჯავშნოთ ადგილები და შეუკვეთოთ სასურველი მენიუ.
ნატალია ბრეკაშვილი (reserved.ge-ის დამფუძნებელი): „მე და ჩემ სამეგობროს გვქონია შემთხვევები, როდესაც მივსულვართ სასურველ რესტორანში და ადგილები არ ყოფილა, ან ყოფილა მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ შეკვეთის მოტანას საუკუნე დასჭირვებია. ტელეფონით დაჯავშნა და მითუმეტის შეკვეთის მიცემა დიდ სირთულეებთან არის კავშირში. გადავწვიტე ბაზარზე არსებული ეს სიცარიელე შემევსო„.

მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში და ბიზნეს კონსალტინგში მუშაობის გამოცდილება კარგი საფუძველია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. როდესაც გაქვს ინფორმაცია რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად და იცნობ ქართულს სფეციფიკას საქმეც მარტივად გამოგდის.
ნატალია: „იდეა ჯერ ოჯახის წევრებს გავუზიარე. ჩემი ძმა აღფრთოვანდა, ისე მოეწონა და საწყისი კაპიტალით დახმარებასაც შემპირდა. შემდეგ იყო იდეის გარშემო კვლევის ჩატარება. ჩვენივე რესურსით გამოვკითხეთ სხვადასხვა ადამიანები, განსაკუთრებით ვცდილობდით რესტორნებიდან გამოსული ადამიანები გამოგვეკითხა. კვლევის შედეგები სრულად გავითვალისწინეთ და მომსახურებაც სწორედ მასზე ავაგეთ“.

კარგი ბიზნესია ის, რომელიც მის მონაწილე ყველა მხარეს მაქსიმალურ სარგებელს აძლევს, როდესაც კმაყოფილია მიმწოდებელიც და მომხარებელიც.
ნატალია: «ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც რესტორნებს დიდ დახმარებას უწევს. ჩვენი პორტალის დახმარებით მათ შეუძლიათ წინასწარ მიიღონ შეკვეთა, განსაზღვრონ საოპერაციო ხარჯები და კლიენტს მომზადებულები შეხვდნენ. თითოეულ რესტორანს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, შეუძლია მართოს როგორც დაჯავშნის სისტემა, ასევე დასურათებული მენიუ. ეს მოსახერხებელი მოდელია და რესტორნების ჩართულობაც უფრო და უფრო იზრდება.“

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი

გაზიარება:

“ოთხი მოტივი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply