„ერთხელ ანთებული კოცონი მუდმივად ვერ გაგათბობთ“- ფსიქოლოგი მარინა გოქსაძეპირად ურთიერთობების შესახებ  

0

„სტრესის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ერთმანეთი ადვილად უყვარდებათ. როდესაც ადამიანს რაიმე უჭირს, მას აქვს მეტი მზაობა შეხვდეს პარტნიორს და შეიყვაროს ის“-მაგალითისთვის ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე, პირობითად უნარშეზღუდული წყვილის ურთიერთობას განიხილავს. „მაგალითად  წარმოიდგინეთ ორი უნარშეზღუდული შეხვდა ერთმანეთს. მაგალითად ერთს სტკივა ფეხი, მეორეს კი-თვალი. მათ ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და გაუყვნენ ცხოვრების გზას. წლების განმავლობაში იქნება სიტუაციები როდესაც პარტნიორები ერთმანეთს დაეხმარებიან. მაგალითად, ვისაც  სტკივა ფეხი, მას პარტნიორის დახმარება დასჭირდება. ხოლო ადამიანს რომელსაც თვალი აწუხებს მისი მეწყვილე დაეხმარება , რომელსაც ჯანმრთელი თვალები აქვს. ისინი ასე გააწონასწორებენ თითქოს ერთმანეთს, იქნებიან ერთმანეთის ყავარჯნები. ასეთ შემთხვევაში იშვიათად ხდება წყვილის „დაშლა“, თუმცა მათი ურთიერთობა შორს არის ბედნიერებისგან“ ფსიქოლოგი ზემოთ აღნიშნულ ურთიერთობას მიჯაჭვულობის სინდრომს უწოდებს.ორი უნარშეზღუდული ადამიანის ერთად ყოფნის დროს თავს იჩენს მიჯაჭვულობა. ისინი შეეჩვივნენ ერთმანეთს, საჭირო არიან ერთმანეთისთვის. თუმცა ყავარჯენი, რის როლსაც პარტნიორები ერთმანეთისთვის ასრულებენ, არ არის ცოცხალი , სიცოცხლისუნარიანი, შესაბამისად როცა ერთ-ერთი პარტნიორი არის მეორის ყავარჯენი, მეორეს აქვს შეგრძნება რომ ქალი ან კაცი რომელიც მის გვერდითაა ნივთია, მისი საკუთრებაა და საერთოდ არ უწევს ანგარიშს მას.

მარინა გოქსაძე განიხილავს იმ პრობლემებსაც, რაც შეიძლება ერთ-ერთი უნარშეზღუდული პარტნიორის გამოჯანმრთელებას მოჰყვეს. „არის მეორე ვარიანტიც, შეხვდა ორი ადამინი ერთმანეთს, ერთს სტკივა ფეხი მეორეს თვალი, მათ ჰგონიათ რომ ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ გავიდა დრო და ერთ-ერთი მათგანი რომელსაც ფეხი სტკიოდა გამოჯანმრთელდა, ანუ აღმოჩნდა რომ ერთი ადამინი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელია, მას უკვე უნდა ჯანსაღი, პარტნიორული ურთიერთობა, მეორე კი ამისთვის მზად არ არის, იმიტომ რომ ის პირობითად ისევ უნარშეზღუდულია. ასეთ დროს ის ადამინი რომელსაც აქვს ტრამვა „ძირავს“ მეორე, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს. ასეთ დროს იწყება გაუგებრობები და ხშირად წყვილი ერთმანეთს შორდება.

კავშირი მყარია მაშინ როდესაც პარტნიორები უგებენ ერთმანეთს, პატივსცემენ ერთმანეთის ინტერესებსა და მისწრაფებებს. პარტნიორული ურთიერთობა წარმატებულია მაშინ, როდესაც „ჩვენში“ შენარჩუნებულია „მე“ და „შენ“. როგორც ეს ერთ ზღაპარშია გადმოცემული. გოგონა რომელიც საკუთარი ნებით მოხვდება მისთვის უცხო ტერირტორიაზე, იწყებს დრაკონისა და იმ წესებისა პატივისცემას რაც მას უცხო ადგილზე დახვდა. გოგონა სითბოთი, დრაკონის ინტერესების გათვალისწინებითა და პატივისცემით, წლების განმავლობაში უდაბურ ადგილს ლამაზ ტერიტორიად, დრაკონს კი კეთილ არსებად აქცევს“

ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას,  ხელს ასევე უწყობს პარტნიორებს შორის საერთო ინტერესების ქონა. მარინა გოქსაძე 7 არქეტიპზე საუბრობს.

„იმისთვისს რომ ურთიერთობა წარმატებით შედგეს აუცილებელია პარტნიორებს საერთო ინტერესები ჰქონდეთ. არსებობს 7 არქეტეიპი, რომელიც ყველა ქალსა და მამაკაცშია,  ამათგან კი ერთ-ერთი  დომინანტია“

მებრძოლი-დადებითი მხარე- იბრძვის რაღაცის მისაღწევად ;უარყოფითი მხარე -იბრძვის რაღაცის წინააღმდეგ.

მეფე-დედოფალი -ნათელი მხარე-ღირსება და სიყვარული, ბნელი მხარე -ამპარტავნება, დირექტივების გაცემა .

ვაჭარი- დადებითი მხარე-მოქნილი, სექსუალური, გამჭრიახი; უარყოფითი-ვულგარულობა, სიხარბე.

გლეხი- დადებითი მხარე-შენახული, მომარაგებული, ადაპტირებული გარემოსთან; უარყოფითი- არ უყვარს განვითარება და სიახლეები, მცირედით კმაყოფილია.

პადაგოგი-ფილოსოფოსი– დადებითი- მჭერვეტყველება, განსწავლულობა;უარყოფითი-არასექსუალური, დირექტივების მოყვარული

მონა-დადებითი- მორჩილება ღმერთისა, უარყოფითი- ნეგატივი დიდი დოზით

ბერი, მონაზონი- დადებითი- უპირობო ერთგულება რჩეული იდეისა, უარყოფითი-ცხოვრების შეწირვა იდეების მიმართ.

სასურველია პარტნიორების დომინანტი არქეტიპები ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგალითად ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ მევაჭრე და გლეხი რადგან, მევაჭრე თავისი ბუნებით სიახლეების მოყვარული, გამჭრიახი, მოქნილია, გლეხი კი შემგუებელი მცირედით კმაყოფილი. შესაბამისად მათი არქეტიპები ერთმანეთთან კომფლიქტში მოვა.

გახსოვდეთ პირადი ურთიერთობა მუდმივი შრომაა. ერთხელ ანთებული კოცონი დიდი ხნით ვერ გაგათბობთ, მას მუდმივი შეკეთება სჭირდება

 მოამაზადა თამთა ცირამუამ 

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply