ნინა ლიმბურგი – #წარმატებაარის…

0

ნინა ლიმბურგი – მუსიკათმცოდნე, პიანისტი

წარმატება ჩემთვის ასოცირდება თვითრეალიზაციასთან – როცა შენი საქმე სიამოვნებას განიჭებს, კმაკოფილებას გგვრის და საზოგადოებას ამ კუთხით აინტერესებ.
თუმცა კმაკოფილების განცდისას არ უნდა გაჩერდე, განვითარებისა და დახვეწის პროცესი უნდა განაგრძო.
წარმატებაა, როდესაც გაზიარებული გამოცდილებით და შენგან შეძენილი ცოდნით სხვები საკუთარ წარმატებას აღწევენ.
მუდამ ვისწრაფვოდი, მოწაფეებში მუსიკის საკუთარი, ინდივიდუალური აღქმის უნარი გამეღვივებინა. მათთვის გამეჩინა სურვილი არასდროს მიებაძათ სხვა შემსრულებელთათვის. რა თქმა უნდა ყველა იმ წესის და კანონის დაცვის ფარგლებში რაც ასეთი მკაცრია კლასიკურ მუსიკაში.
მაღალი დონის შემსრულებელი ინტერპრეტატორია – ხელოვანი რომელიც მუსიკას თავისებურად ითვისებს, მას საკუთარი სამყაროს ნაწილს ამატებს და შემდეგ მსმენელს გადასცემს. ამას ემატება გემოვნება, რომელიც ბავშვობიდან ყალიბდება.
ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი საშემსრულებლო ხელოვნება, არაპროფესიონალ მსმენელამდეც კი ისე მიიტანო ნაწარმოები, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინო მასზე, დატოვო კვალი მასში…
წარმატების ყველაზე მძაფრი განცდაა, როდესაც შენი მოწაფეები მუსიკას პროფესიად ირჩევენ, მათ წლების შემდეგ როგორც წარმატებულ შემსრულებლებს ხვდები და იგებ თუ რა დიდი წვლილი შეგიტანია როგორც პედაგოგს, მათ პროფესიულ ჩამოყალიბებაში.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply