ბიზნესი რომელმაც “სწავლის ძირი” გაატკბილა

0

“ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ ტკბილი ჭამეკვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა”

დავით გურამიშვილი

დიახ, დიახ – ჯერ ტკბილი ჭამე, კვლავ ტკბილი! დავით გურამიშვილს ასე არ უთქვამს, მაგრამ ქართულ რეალობაში არის კომპანია, რომელმაც გურამიშვილისეული პარადიგმა შეცვალა. კომპანია, რომელმაც სწავლის მწარე ძირი დაატკბილა. დავით გურამშვილს და ჩვენც, ყველას გვეგონა, რომ ბავშვებისთვის სწავლის პროცესი აუცილებლად მოსაწყენი უნდა ყოფილიყო, რომ შეუძლებელია უშველებელი ლოდი მოგვეშორებინა ბავშვების გულიდან და რომ ეს ლოდი აუცილებლად ყველას უნდა ეტარებინა, იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში, ის შემსუბუქდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს სტერეოტიპია და რომ სრულიად შესაძლებელია ბავშვისთვის სასწავლო პროცესი ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც თამაში. სწავლა, როგორც თამაში და თამაში, როგორც სწავლა – კონცეფციის რეალიზება „ნატა ბუაჩიძის სტუდიის” ეგიდით მოხდა.
ნატა: „კარგად მახსოვს ჩემ ბავშვობაში როგორი მოსაწყენი იყო სწავლა. მუდმივად მქონდა შინაგანი განცდა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, რაღაც აუცილებლად იყო შესაცვლელი და აი, 18 წლის წინ, გადავწვიტე შემეცვალა მიდგომა სასწავლო პროცესისადმი. თავდაპირველად ეს სიახლე მხოლოდ მეგობრების წრეში გამოვცადეთ. დავიწყეთ სამი მოსწავლიდან და დღეს უკვე 300-ზე მეტი მოსწავლე გვყავს“.
 „ნატა ბუაჩიძის სტუდიაში“ სწავლის პროცესი ინტერაქტიული და შემოქდებითია, აქ მასწავლებელი არ არის მენტორი, ის ბავშვებთან ერთად სამყაროს აღმოჩენისა და შესწავლის პროცესშია ჩართული. სწავლის პროცესში მოსწავლეს არ აქვს შეგრძნება, რომ მას თავში რაღაცას უდებენ, მას განცდა აქვს, რომ თავად გაიგო, თავად მიხვდა და თავად აღმოაჩინა.
ნატა: „მოსწავლეც და მასწავლებელიც სწავლის პროცესში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გამოვავლინოთ ბავშვების პოტენციალი, არ შევაშინოთ ისინი. ჩვენი სლოგანია: it’s ok to make mistake (შეცდომები დასაშვებია). ეს მნიშნელოვანია, რომ ბაშვები პიროვნულ ზრდაზე იყვნენ ორინტირებულები და არა სხვებთან შეჯიბრზე. აქედან გამომდინარე, ბავშვებს ინდივიდულურად ვუდგებით და ვაფასებთ არა სხვებთან მიმართებაში, არამედ საკუთარ თავთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ გააცნობიერონ, რამდენად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები, საკუთარი კომპეტენციები“.
 სწავლის პროცესში მნიშნელოვანია ნასწავლი მასალის პრაქტიკული გამოყენების, დანიშნულებისა და აზრის დანახვა. საკითხის ათვისების მოტივაცია მოსწავლისთვის იზრდება იმ შემთევაში, თუ მან იცის, რომ რასაც სწავლობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.
ნატა: „ხელოვნების დარგების გახალისება არ არის რთული საქმე. მაგალითად ხატვა, რომელსაც ჩვენთან ვასწავლით, ამ მხრივ დიდ გასაქანს იძლევა. უდიდესი გამოწვევა იყო ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგების გამრავალფეროვნება. აი მაგალითად, ახლახანს „მხიარული მათემატიკის“ კურსი დავამატეთ. ჩვენმა ერთ-ერთმა კურსდათავრებულმა ასეთი რამ მოიფიქრა: მათემატიკის გაკვეთილზე მოვიდა თეთრ ხალათში გამოწყობილი, ფონეიდოსკოპით, სასწავლო პროცესში მან მოსწავლეს გაუზომა წნევა და პულსი, შემდეგ დატვირთა ფიზიკურად და ხელახლა გაუზომა. ამის შემდეგ მათ ერთად გამოთვალეს წნევისა და პულსის სხვაობის მაჩვენებლები“.
 ნატა მხატვარია. მისი უმთავრესი კონცეპტუალური მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ მან მოახერხა შემოქმედებითობისა და ბიზნესის შერწყმა. „ნატა ბუაჩიძის სტუდიაში“ ხატვის გარდა ისწავლება: ჰიპ-ჰოპი ინგლისურად – კურსის ფარგლებში სწავლობ ცეკვას და უცხო ენას ერთდროულად, ანალოგიური ლოგიკა დევს ფოტოგრაფიის კურსშიც, რომელიც  სამ ენაზე ინგლისურად, რუსულად და ქართულად ისწავლება. ასევე საინტერესო საგანია „სწავლის უნარის განვითარება“, რომლის გავლის შემდეგ მოსწავლეები ბევრად უკეთ ითვისებენ სასკოლო საგნებს, რამდენადაც კარგად იცნობდენთ საკუთარ თავს, კარგად იციან როგორ ისწავლონ და შედეგებიც საკმაოდ მაღალი აქვთ. „ნატა  ბუაჩიძის სტუდია“ თიბისი ბანკის “ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის” ფინალისტია წლის მცირე ბიზნესის კატეგორიაში.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply