მღელვარება

0

მიზანთროპები ხშირად მღელვარებას უჩივიან. მღელვარება – ხასიათის ფრიად განვითარებული თვისებაა ის თან სდევს ინდივიდუმს ადრეული ბავშობიდან მოხუცებულობამდე. ის მნიშვნელოვანწილად უფუჭებს მის ცხოვრებას, არ აძლევს სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლის საშუალებას და ამსხვრევს მის იმედს ადამიანურად იცხოვროს და ამ საყაროს თავისი შრომის ნაყოფი აჩუქოს. შიშს შეუძლია ადამიანური საქმიანობის ნებისმიერ სფეროს შეეხოს. ჩვენ შეგვიძლია გარე სამყაროსი ან ჩვენი შინაგანი სამყაროსი გვეშინოდეს.

ვიღაც საზოგადოებას გაურბის, რამეთუ მისი ეშინია. სხვას შეიძლება მარტოობისა ეშინოდეს. მოუსვენარ ადამიანთა შორის ჩვენ ბევრ ისეთსაც ვნახულობთ, რომლებიც რაიმე ახალზე ყოველთვის მღელვარედ რეაგირებენ, იმისგან დამოუკიდებლად, ახალ ბინაში გადასვლა უწევთ, ამხანაგს შორდებიან, სამუშაოზე ეწყობიან თუ ვინმე უყვარდებათ. ისინი იმდენად დაშორებულნი არიან ცხოვრებისაგან და თავისი მსგავსებისაგან, რომ მათი მდგომარეობის ყოველი ცვლილება შიშის თანხლებით ხდება.

ხასიათის ეს თვისება მნიშვნელოვანწილად აფერხებს მათი პიროვნების განვითარებას და ჩვენს საერთო კეთილდღეობაში წვლილის შეტანის უნარს. მღელვარება სულაც არ ნიშნავს მუხლების კანკალს და გაქცევის სურვილს. ის შეიძლება გამოვლინდეს გაუბედავობაში, პრობლემის გადაჭრისას, მერყეობაში რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამოსვლისას ან მათგან გაქცევის ხერხების ძიებაში. ყველაზე ხშირად მშიშარა ინდივიდუუმი ვერ ამჩნევს, რომ ნებისმიერი საბაბით მისი მღელვარებისკენ მიდრეკილება ყოველ ჯერზე ზედაპირზე გამოდის, როცა სიტუაცია სხვანაირად შებრუნდება ხოლმე.

ფრიად ყურადსაღებია იმ ადამიანებთან შეხვედრები, რომლებიც მუდმივად წარსულზე ან სიკვდილზე ფიქრობენ. წარსულზე ჩაციკლულობა – გარეგნულად საპატიო და ძალიან პოპულარული საბაბია იმისთვის, რომ საკუთარ თავს ხელ-ფეხი შეუკრა. სიკვდილის ან ავადმყოფობის შიში იმ ადამიანებისთვისაა ტიპიური, რომლებიც საბაბს ეძებენ, რათა თავიდან ყველა მოვალეობა მოიხსნან და არაფერზე პასუხი არ აგონ. ისინი ხმამაღლა აცხადებენ, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ამაოებათა ამაოებაა, რომ ცხოვრება სავალალოდ ხანმოკლეა და არავინ იცის, თუ ხვალ რა დაემართება. როგორც უკვე ვნახეთ, მსგავსი ინდივიდუუმები ახალ გამოცდებს გაურბიან, რამეთუ სიამაყე არ აძლევს საკუთარი თავის გამოცდის უფლებას, რომლის დროსაც გაირკვევა, თუ სინამდვილეში რად ღირან.

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply