Connect with us

წარმატება

მაკო ჯაოშვილი – #წარმატებაარის …

მაკო ჯაოშვილი – PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია”სევენთის” დამფუძნებელი.

წარმატება არის…როდესაც სწორად განსაზღვრავ ღირებულებებს, ახდენ რესურსების მობილიზებას და შემართებით მიდიხარ სასურველი მიზნისკენ. რაც მეტად ხარ პროცესზე ორიენტირებული, შედეგი გაცილებით ადვილად, თითქოს თავისით მოდის.

ჩემი წარმატების საიდუმლო?! სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ყურს ვუგდებ საკუთარ გულის ხმას და თან გონების სასწორზე ვაბალანსებ. როდესაც ასე ვიქცევი, ყოველთვის მიმართლებს.

დამოუკიდებლად საქმის წამოწყებას დიდი დრო მოვანდომე, როგორც ჩანს არ მქონდა შესაბამისი მზაობა. ბოლოს, მეყო გამბედაობა საკუთარი კომპანია შემექმნა. „სევენთი“ ახლა იკრებს ძალებს, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის ინიციატორი და შემსრულებელი გახდეს.

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მართებული ნაბიჯი PRაკადემიას უკავშირდება. მიმაჩნია, რომ ეს არის ადგილი, სადაც მუდამ საქმიანი ატმოსფეროა. სიხარულით მოვდივარ და ვერთვები ყველა გამოწვევაში, რომლის შედეგად კიდევ უფრო ვიბრძმედები და პიროვნულად ვიზრდები.
ისწრაფვი წარმატებისკენ? მაშინ გააკეთე მაქსიმუმი, დაუზარლად იშრომე და დროულად იმოქმედე. აი რა არის წინსვლის გარანტი. .

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: წარმატება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ