მაია ოდიშელიძე – #წარმატება არის…

0

მაია ოდიშელიძე –  ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტი

ჩემთვის წარმატების აღწერა ძალიან მარტივია, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი წარმატებულია, მაშინ როდესაც ის ბედნიერია! ბედნიერება იმაშია რომ იპოვო ის საქმე, რომლის კეთებაც განიჭებს სიამოვნებას, დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების და მუდმივად იმუშავო საკუთარ თავზე.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი წარმატებული ადამიანის ისტორია იყო ჩემთვის შთაგონების წყარო. მათ ისტორიებსა და მაგალითებს ერთი გამაერთიანებელი ელემენტი ჰქონდა, დაბრკოლებების მიუხედავად, ისინი ყოველთვის წინსვლაზე იყვნენ ორიენტირებულები. ასეთი ადამიანების გამოცდილებამ მასწავლა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია საკმარისად მოინდომო. ჩემს ცხოვრებაში ეს პრინციპი მეხმარება, ვიარო ყოველთვის წინ, ვიმუშავო საკუთარ თავზე, დავიხვეწო და არასდროს გავჩერდე მიღწეულზე.

 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply