სიყვარულის ქალაქში ყველას უნდა

0

სიღნაღი სიყვარული ქალაქია, არა მარტო უმშვენიერესი პატარა სახლუკებით, ლამაზი განათებითა და ულამაზესი ხედით ალაზნის ველზე, არამედ საკუთარი მნიშვნელობიდან გამომდინარეც. სხვა რომელი უნდა ყოფილიყო სიყვარულის ქალაქი, თუ არა უბატონო ქიზიყის გული – სიყვარულსაც ხომ თავისუფლება, სილაღე და სინარნარე უხდება, სიყვარულიც ხომ ალაზნის ველზე მოყვანილი რქაწითელის ბადაგივით შუშხუნა და ტკბილია.
 ძნელია, სიღნაღის მონახულების შემდეგ, არ თქვა ან გაიფიქრო მაინც „პირადი გრძნობების გარეშე ერთ დღეს ნუ მაცოცხლოს ღმერთმაო“, მაგრამ დღის ბოლოს რომანტიკით დაღლილი და სიყვარულზე ოცნებით გულგაჯერებული აუცილებლად მიიღებთ ბაბულას სახეს ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა-ში“, სიყვარულს ადევნებული დანანებით რომ ამბობს: „არადა მოსატანი მოეტანათ… შავი ლაკის ტუფლები თავი თეთრი ნასკებითა“… და, გაიფიქრებთ, – ნეტაი აი „მოსატანი მოეტანათ“, კომფორტი იყოს სადმე ახლომახლო და მეტი აღარაფერი მინდაო. სწორედ სიყვარულის ქალაქში, სიყვარულთან ერთად მატერიალური და ფიზიკური სიკეთის შემქმენელი კომპანია გახდა თიბისის „ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის“ გამარჯვებული ნომინაციაში წლის ტურისტული ბიზნესი.
 ბუტიკ-სასტუმრო “კაბადონი” სიღნაღის ცენტრშია განთავსებული, მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის ხედი იშლება, მეორე მხარეს – კი სიღნაღის ისტორიულ უბანზე გადის.
გარდა სასტუმრო მომსახურებისა, „კაბადონი“ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო ხუთეულში შემავალი ბრიტანული ბრენდის „ელემისის“ სპა მომსახურებას, ტურების ორგანიზებას, ფიტნეს დარბაზს, აუზს მშრალი და სველი საუნებით და ა.შ.

კომპანია მკაცრად იცავს საერთაშორისო სტანდარტებს, რამდენადაც მიზნად მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება და შესაბამისად სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა აქვს დასახული. კომპანიის მისია იქცეს სივრცედ, სადაც მომხმარებელი იღებს მოლოდინზე მეტს და უჩნდება სურვილი, რომ კვლავ ეწვიოს სასტუმროს.
 სირთულეების მიუხედავად, რაც იმას გულისხმობდა, რომ გახსნის დროისათვის საკმაოდ რთული იყო შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე თანამშრომლების მოძიება, სასტუმროში 90% ადგილობრივი თანამშრომლები არიან დასაქმებული და მათ აქვთ მუდმივი სამუშაო ადგილი. ისინი იზრდებიან, როგორც პროფესიონალები და სწორედ მათი დამსახურებით სასტუმრო ინაჩუნებს ასეთ მაღალ მომსახურების ხარისხს.
 სასტუმროში 21 ნომერია, სტუმრების მუდმივ განკარგულებაშია რესტორანი, „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა. სტუმრების მაქსიმალურ კომფორტზე და სიამოვნებაზე 50 თანამშრომელი ზრუნავს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply