ირაკლი კალაძე #წარმატებაარის…

0

ირაკლი კალაძე – პროდუსერი

წარმატება არის, პირველ რიგში, შენი საქმის სიყვარული. წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც გრძნობ რომ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ. საქმის სიყვარული კი უკვე წარმატების დასაწყისია.
წარმატება, ესაა პროცესი, როცა საქმიანობა შინაგან კმაყოფილებას გაძლევს და ამასთანავე, მნიშვნელოვანი და საჭიროა – მატერიალური უზრუნველყოფა, რასაც ასევე გაძლევს საქმე, რომელიც გიყვარს და რომელსაც აკეთებ.
განვითარების საშუალება საკუთარ თავს მივეცი 16 წლის ასაკში, მუშაობა დავიწყე იბერვიზიაში, რომელიც იმ დროს იყო საკმაოდ კარგი და დამოუკიდებელი ტელევიზია. მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ მომწონდა ჩემი საქმე და შემეძლო, რომ ამ საქმეში ვყოფილიყავი წარმატებული. იმავე წელს თეატრალურ უნივერსიტეტში გაიხსნა ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საკმაოდ დიდი კონკურსი გავიარე და მოვხვდი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა.
ტელევიზია და ჩემი საქმიანობა მუშაობის პროცესში ძალიან შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ტელევიზიაში ჩემი ინტერესის გამო არ მივსულვარ, მეგობარს გავყევი და იქვე საუბრის დროს შემომთავაზეს, რომ დამეწყო, დავიწყე და დღეს ვარ ძალიან კმაყოფილი.
ტელევიზიაში მუშაობა და ზოგადად ჩემი საქმიანობა მასწავლის ხალხთან ურთიერთობას, პროფესიონალიზმს, ობიექტურობას, რაც შესაბამისად გადამაქვს ცხოვრებაში, ჩემი პროფესია ცხოვრებისეულ ურთიერთობაში, ძალიან წინ მწევს, სიტუაციის ლავირების საშუალებას მაძლევს.
ტელევიზიის გამოცდილება საწყის ეტაპზე ბიზნესშიც და სხვა საქმეებშიც გამომდგომია. იქ გაცნობილ ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობა, მეგობრობაშიც გადაზრდილა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply