ჯანსაღი ცხოვრების წესი ადგილზე მიტანით

0

„თუ მთა არ მივა მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მივა მთასთან“. თუ მთასავით ადამიანი ხარ, ან უბრალოდ სიჯანსაღე და სიმსუბუქე გიყვარს, ისეთი, როგორიც მთის მწვერვალებზე იცის ხოლმე და თან იმდენად დაკავებული ხარ, რომ ვერ ახერხებ საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, ჯანსაღ კვებას სათანადო დრო დაუთმო, მაშინ ეს სერვისი შენთვისაა შექმნილი. დიეტური საკვები, რომელიც ექსკლუზიურიად შენთვის არის დაგეგმილი და საკუთარი ფეხით მოვა შენი სახლისა თუ სამსახურის კართან.
INEBE.GE  დიეტური საკვების ადგილზე მიტანის სერვისია, რომელიც მომხმარებლებს 1 კვირიან პაკეტებს სთავაზობს. მათი გამოწერის შემდეგ მომხმარებელს ყოველდღე მისდის მთელი დღის საკვები – 4-5 ჯერადი კვება, შეფუთული ინდივიდუალურ კონტეინერებში, იქ სადაც ინებებს.

მარიტა გენებაშვილისა და  ლეკო შათირიშვილის ოჯახური ჰობი ჯანსაღი კერძების მომზადებაა. ამ მიმართულებით არა ერთ „ექსპერიმენტს“  დღემდე ატარებენ. ცოლ-ქმარს დიდი სურვილი ქონდა, რომ  ის, რისი კეთებაც ჩველებრივ რეჟიმში სიამოვნებდათ სტარტაპად ქცეულიყო. ბიზნეს მოდელზე ფიქრისა და სჯა-ბაასის შემდეგ, უცხოური გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ქართულ რეალობაზე მორგებული ბიზნეს კონცეფცია. მარიტა: „ჩვენ შევქმენით კვების რეჟიმები, რომლებიც ერთდროულად გემრიელია, ჯანსაღიცაა და ადამიანებს ეხმარება სასურველი წონის მიღწევაში. მთავარი ღირებულება სერვისის კომფორტშია, ჩვენი მომხმარებელი აღარ დარდობს იმაზე, თუ ყოველდღიურად რა საჭმელი მოიმზადოს, ინგრედიენტები როდის იყიდოს, ულუფა რამდენი გრამი უნდა იყოს, რამდენი კალორია მიიღოს და ა.შ. ამ ყველაფერს მის ნაცვლად ჩვენ ვაკეთებთ“.

სტარტაპის შექმნას უამრავი სირთულე ახლავს, რომელიც გამომდინარეობს ბიზნესის სპეციფიკიდან, ბაზრის თავისებურებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამოდინარეობს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ არის შენი ბიზნეს პარტნიორი. და, როდესაც ეს ადამიანი შენი მეუღლეა, საქმეც ოჯახური ურთიერთობის დარად, ჰარმონიულად ვითარდება.
მარიტა: „ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი იყო პროფესიონალი კადრების მოძიება, ასევე ხარისხიანი, სტაბილური პარტნიორი კომპანიების მოძებნა, რომლებიც ჩვენთვის სასურველ ინგრედიენტებს მოგვაწოდებდნენ. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სტარტაპისთვის, ძალიან კრიტიკული იყო საკმარისი რესურსების მოძიება, როგორც ფინანსური, ასევე დროის თვალსაზრისით, რადგან ბიზნესი, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიასა და თავდადებას. ამ სირთულების დაძლევაში ჩემმა „ ბიზნეს პარტნიორმა“ განსაკუთრებული როლი შეასრულა. ლეკო ფინანსისტია, მე – მარკეტერი, შესაბამისად განსხვავებული კუთხიდან ვუყურებთ საქმეს და ვავსებთ ერთმანეთს, როგორ პროფესიულად, ისე მორალურად.“

დღევანდელ დღეს, როდესაც ასეთ სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, არ ვართ ფიზიკურად დატვირთულები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რითი და როგორ ვიკვებებით. ჯანსაღი წონა, გარეგნობაზე მეტად, ჩვენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად!
მარიტა: „გვყავს ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელთა დადებითი კომენტარებიც ყოველდღე სტიმულს გვმატებს! მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა მომხმარებელს ახალი მომხმარებელი მოჰყავს ჩვენთან. პირველ რიგში, სწორედ კმაყოფილი ადამიანები ავრცელებენ დადებით უკუკავშირს ჩვენს შესახებ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ  მომხმარებელთა  90 %-ზე მეტი პირველ კვირაში 3 კგ-ზე მეტს იკლებს“.

INEBE.GE თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის“ ნომინანტი იყო კატეგორიაში წლის ინოვაციური ბიზნესი.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply