გურამ შეროზია – #წარმატებაარის…

0

გურამ შეროზოა – ბლოგერი, ტელეწამყვანი

პირადად ჩემთვის წარმატება უშუალოდ კავშირშია მიღწევებთან, წარმატება არის თავისუფლება, ძალაუფლება და საკმარისი თანხა იმისთვის, რომ მიაღწიო რაღაც კონკრეტულ მიზანს. როდესაც გამოირჩევი მასისგან და ხარ მათზე წინ, გაქვს უფრო მეტი მიღწევა და მიზნები, რომლებიც შენივე ძალისხმევით გახორციელებადია.

ბავშვობიდან რადიკალურად განვსხვავდებოდი თანატოლებისგან და ისეთ გარემოში მიწევდა ყოფნა, სადაც ჩემი ასაკის ბავშვებს სულ სხვა თემები აიტერესებდათ ფეხბურთი, ბირჟაზე ჯდომა და სხვ. მე ვკითხულბიდ, ჭადრაკს ვთამაშობდი, ვმღეროდი, ვცევავდი და ეს ტრადიციული გაგებით “ქართველ ბიჭს” არ უხდებოდა. შესაბამისად, რაღაცნაირად, თოთქოს გარიყული, საზოგადოებას მოწყვეტილი ვიყავი, ანუ ვიყავი არაპრესტიჟული ტიპი. ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს გარკვეული წინაპირობა, რამაც შექმნაა დიდი მოტივაცია და სურვილი. შეიძლება სადღაც რაღაც გეტკინა, სადმე დაეცი, ზუსტად ეს ნიადაგი შემდეგ გაძლიერებს და გაძლევს უდიდეს მოტივაციას რომ გახდე წარმატებული და ყველასგან გამორჩეული ადამიანი. ანუ გიჩნდება სურვილი იმისა, რომ ვიღაცას დაუმტკიცო “მაგარი ტიპობა.” ეს მტკიცების პროცესი კი გადადის უკვე დიდ სიტკბოში, სასიამოვნო მოვლენაში, უკვე ეჩვევი, გაქვს სურვილიც და ასე მიდიხარ მიზნამდე.

ის, რითაც ყველაზე მეტად ვარ ცნობილი, არის ჩემი ბლოგი. წერა იყო ერთ-ერთი ნიჭი, რომელიც წარმატებულად გამოვიყენე. თავიდან კრიტიკა არ მომწონდა, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ როდესაც საზოგადოებაში ხარ ცნობილი, აუცილებლად იქნება კრიტიკა. ასეთ დროს საკუთარ თავს ვეუბნებოდი: “თუ ვინმე შენზე ცუდს ამბობს, ე.ი შენ მასზე გაცილებით მაღლა დგახარ.” წარმატების დასაწყისში, პირველ საფეხურებზე საჭიროა სიმკაცრე და ბრძოლა. როდესაც უკვე ოდნავ მაღალ საფეხურზე ხარ, შეგიძლია გახდე ლოიალური, მანამდე გიწევს ნაკლებად ლმობიერება. საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდე, გქონდეს ამბიციები, მაგრამ საკუთარი საქმისთვისა და კარიერისთვის, რაღაც ნიუანსების გადაყლაპვაც უნდა შეგეძლოს.

მიზანდასახული ვარ და ვფიქრობ რომ დაახლოებით ათი წლის შემდეგ ვიქნები ძალიან წარმატებული, უზრუნველი ცხოვრებით. ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მექნება მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply