გეშტალტფსიქოლოგიის ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკაში

0

გეშტალტ ფსიქოთერაპია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდია, ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური თეორიით და ტექნიკით. გეშტალტი (Gestalt) გერმანული სიტყვაა და მთელს ნიშნავს. იგი ფსიქოთერაპიაში პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობით გამოიყენება.

9 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა 7) გაიმართება  საქართველოსა და კავკასიაში პირველი ევროპული EAGT აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტების, „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ დამფუძნებლების – დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილი ერთობლივი ნაშრომი – სახელმძღვანელო გეშტალტთერაპიაში პრეზენტაცია.
 დიმიტრი ნადირაშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდის შემომტანი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი და მკვლევარია; 6 მონოგრაფიისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი ათეული სტატიის ავტორს, წიგნისათვის „სოციალურ ფსიქოლოგიური გავლენა“ მიენიჭა დიმიტრი უზნაძის სახელობის სამეცნიერო პრემია.

თეა გოგოტიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, მკვლევარი, საერთაშორისო პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი,  4 მონოგრაფიისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. საქართველოს წარმომადგენელი ფსიქოლოგიის  მეცნიერების საერთაშორისო კავშირში (IUPsyS).

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიური კონსულტირების სწავლებას საერთაშორის კურსის პრეზენტაცია.
„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ ახორციელებს ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიური კონსულტირების
სწავლებას EAGT სტანდარტის შესაბამისი პროგრამით.

ინსტიტუტის ტრენერები არიან ევროპასა EAGT, EAP და აშშ-ში AAGT აკრედიტებული ტრენერები და ფსიქოთერაპევტები.
კურსის კურატორია – EAGT სასწავლო სტანდარტების კომისიის თავჯდომარე -პროფ. ნურით ლევაი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
geogestalt@gmail.com
TEL:  (032) 2920336; (+995)599556146
მისამართი: პ.იაშვილის 22 (ლ. ასათიანის ქუჩის კვეთაზე, სოლოლაკში)

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply