„წლის ბიზნესი“ ქართულ რეალობაში

0

როგორი უნდა იყოს ბიზნესი, რომ ქართულ რეალობაში წარმატებულად იმუშაოს?! – ეს კითხვა ალბათ უამრავ ჩვენთაგანს გასჩენია, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც დაფინანსებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმები გაჩნდა. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც საკუთარი საქმის დაწყებაზე არ უფიქრია, მაგრამ მათგან ცოტას თუ შეუძლია მოსალოდნელი გამოწვევებისთვის თვალის გასწორება, შესაძლებლობებისა და რისკების ობიექტურად განსაზღვრა და საკუთარი გეგმების მიზანმიმართულად და ეტაპობრივად განხორციელება.
ბიზნესი, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის რაიმე სარგებლის მოტანას უნდა ემსახურებოდეს, ღირებულების შექმნას, რომელიც მომხმარებელს:
• ემოციურ დონეზე მისცემს დადებით ენერგიასა და შეუქმნის პოზიტიურ გარემოს;
• სულიერ დონეზე არ იქნება წინააღმდეგობაში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან;
• ფიზიკურ დონეზე მოუგვარებს ადამინებს რაიმე საყოფაცხოვრებო პრობლემას ან შეუქმნის კომფორტს;

ამასთანავე, ბიზნესი შემოქმედებითიც უნდა იყოს და რაღაც ახალს, რაღაც განსაკუთრებულს უნდა ქმნიდეს, ან უკვე არსებულის განსხვავებულ და განახლებულ ვერსიას გვთავაზობდეს. ეს კი არც ისე ადვილია და რამდენადაც ლამაზად ჟღერს, იმდენად რთული საქმეა. ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ… ეპოქაში, რომელშიც თითქმის ყველაფერი თითქოს უკვე შექმნილია.
არანაკლებ მნიშნელოვანია თვითმყოფადობა, თვითკმარობა. რაც უფრო ნაკლებად ხარ დამოკიდებული ბიზნეს პროცესებში სხვა კომპანიებზე, მით მეტია შენი წარმატების შანსი. გლობალურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის კომპანიები, რომლებიც თავად აწარმოებენ გასაყიდ პროდუქციას, კრიზისებისადმი უფრო მდგრადები არიან და მათი გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაც უფრო სტაბილურია.
 – რაზეც ვისაუბრე, რთულია არა?! ალბათ კიდევ ერთი კითხვა გაგიჩნდათ –
რამდენად რეალურია ამ ყველაფრის განხორციელება?! პასუხი დადებითია: – დიახ, ეს ყველაფერი შესაძლებელია და შესაძლებელია საქართველოშიც. ამის ნათელი მაგალითი კი ის კომპანიაა, რომელმაც თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის“ წლის ბიზნესის ნომინაციაში გაიმარჯვა.
 კომპანია „დიომ“ საქმიანობა 21 წლის წინ დაიწყო. ლარიზაციას ეკონომიკური სტაბილურობა მოჰყვა, რამაც ბიზნესი განვითარების არეალი შექმნა. როგორც „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა აღნიშნა, კომპანიის საქმიანობა იმ პერიოდისთვის სრულიად ახალი პროდუქციით, ფარდა-ჟალუზებით დაიწყო. „ფარდების ეპოქაში“ ჟალუზების შეძენა, დიდი მოწონების მიუხედავად, საკმაოდ მცირე კონტიგენტს შეეძლო. ამ გარემოებიდან გამომდიანრე „დიოს“ შემდგომი წლების განვითარების სტატეგია პროდუქტის თვითღირებულის შემცირებისკენ იქნა მიმართული. შეიქმნა საწარმო, სადაც ადგილზე იწყობოდა პროდუქცია, რამაც პროდუქციის ფასი გაანახევრა.
თამაზ დაუშვილი: „ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს კმყოფილი. ამ ამოცანის შესრულების მიზნით:
• ვქმნით სახელობით ნაწარმს. ჩვენ უარს ვამბობთ სერიულ წარმოებაზე და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ შექმნის პროცესში მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებს;
• ვეწევით სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს დამზადება-დამონტაჟებისა და შემდგომი შეკეთების სერვისს;
• ინტენსიურად ვმუშაობთ გასაყიდი ფასის ოპტიმიზაციაზე„.
 „დიო“ ნულოვანი ბიუჯეტის მქონე, ოჯახის სამი წევრის საქმიანობით შეიქმნა. ამ ეტაპზე კი კომპანიას საქართველოს 3 უდიდეს ქალაქში საკუთარი საფირმო მაღაზია აქვს, ხოლო რეგიონებში 40-მდე ექსკლუზიური დილერი ჰყავს.
ამჟამად კომპანია აწარმოებს: მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს; საჩრდილობელ ტენტებს, შიდა და გარე დამცავ ჟალუზებს, მოძრავ გადახურვებს, მწერებისგან დამცავ ბადეებს.
21 წლის განმავლობაში სტაბილური თანმიმდევრული მუშაობის შედეგად ფარდა-ჟალუზების ექსპორტით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე ადგილობრივი წამოების 60 ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს მათ, ვისაც სახლისა და საოფისე სივრცეების კეთილ-მოწყობა და განახლება სურს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply