Coca – Cola, გაიზიარე პოზიტივი – ყველაზე ბედნიერი და საყვარელი რეკლამები

0

კოკა-კოლა ეს ის ბრენდია, რომლის რეკლამებიც მუდმივ პოზიტივთან ასოცირდება და მე, როგორც მის ერთ-ერთ მოყვარულს და გულშემატკივარს, არ შემეძლო პოსტი არ გამეკეთებინა ჩემს საყვარელ ვიდეოებზე.

მხოლოდ ერთია, ვბრაზდები ძალიან საქართველოში ასეთი არაკრეატიული მარკეტინგი რომ ჰყავს COCA-COLA-ს და მარტივ მარკეტინგულ აქტივობებს ვერ გასცდნენ 🙂 თუმცა, კვლავაც და კვლავაც იმედს ვიტოვებ, გამოჩნდება ჩვენთანაც მსგავსი სიახლეები, თუ არადა პირობას ვდებ, მათი გუნდის წევრი რომ გავხდები, აუცილებლად ვიზრუნებ მსგავსი აქტივობების განხორციელებაზე. მანამდე კი დატკბით სხვადასხვა ქვეყნის მიერ ჩატარებული აქციებით.

დავიწყებ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეკლამით.

როგორ შეიძლება გახადო ჩვეულებრივი ადამიანი აგენტი 007? ეს მარტივია, ეს კოკა-კოლას შეუძლია და ამისთვის მხოლოდ 70 წამი სჭირდება.

გაერთიანებულ არაბთა ემირატებში უამრავი უცხოელი მუშაობს მუშად, რა შეეძლო კოკა-კოლას მათთვის გაეკეთებინა? რა თქმა უნდა, სატელეფონო ჯიხური, რომელიც ჩვეულებრივ ხურდაზე კი არა კოკა-კოლას ხუფებზე მუშაობს და 3 წუთიანი უფასო ზარის განხორციელება შეუძლია საზღვარგარეთ.

როგორ უნდა დალიო კოკა-კოლა თუკი ბოთლი  არ იხსნება, თანაც კოლეჯის პირველ დღეს? რა თქმა უნდა, კოკა-კოლას მეორე ბოთლის თავსახური უნდა მოიხმარო შენი ბოთლის გასახსნელად.

საზღვრის გადაკვეთა დასჯადია, მაგრამ კოკა-კოლამ შეძლო მესაზღვრეების გაბედნიერება, როგორ?

კოკა-კოლას ბედნიერების ავტომატი. უბრალოდ უნდა უყურო ვიდეოს.

რასთან ასოცირდება იტალია? რა თქმა უნდა, უგემრიელეს სადილთან. და კოკა-კოლა? ის პირდაპირ თავისი მანქანიდან გთავაზობს კერძებს, საუკეთესო შეფ მზარეულთან ერთად.

ბედნიერების მანქანა წყვილებისათვის. სიტყვები ზედმეტია, მხოლოდ კოცნა! 🙂

ზამთარი, თოვა და კურორტი. და რა? რა თქმა უნდა სიმღერა, კარაოკე.

მეგობრობა ყველაფერს შეძლებს! თვით კოკა-კოლასაც კი მოიპოვებსო, ნათქვამია.

და ბოლოს, გიოცნებია ოდესმე კინომსახიობობა? მაშინ ვინ იცის, იქნებ შენც აგისრულდეს ეს ოცნება.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება